Mercedes-AMG G63 4×4² G-კლასის ოჯახის ყველაზე მაღალი გამავლობის ავტომობილია, ის 22-ინჩიან ბორბლებზე მოძრაობს

Mercedes-AMG G63 4×4² საზოგადოების წინაშე ყოველგვარი შენიღვბის გარეშე გამოჩნდა. ეს ოფიციალური დებიუტი არ არის, რადგან ავტომწარმოებელს მანქანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

უგზოუკლობის ახალი წევრი

ამის მიუხედავად, საავტომობილო სივრცეში G კლასის ყველაზე ეფექტური ოფროუდერის შესახებ გარკვეული ცნობებია გავრცელებული.

ამ შემაღლებულ G-კლასს სრულიად მოდიფიცირებული სუსპენზია აქვს, ეს კი თავისთავად მაღალი კლირენსის შესაძლებლობას იძლევა.

ახლა, წინა ბამპერსა და მიწას შორის 351 მმ-იანი მანძილია. სტანდარტული G-ს შემთხვევაში დაშორება 238 მმ-ს უტოლდებოდა.

წყალში გამავლობა

მისი სიღრმე (წყალში გავლის უნარი) 91 სანტიმეტრია, სტანდარტული ვერსიის შემთხვევაში კი- 0 სმ.

განახლებები და მახასიათებლები

უგზოუკლობის ახალი პრინცი 22-ინჩიან ბორბლებზე დადის, მას გამავლობასთან დაკავშირებული გარკვეული განახლებები აქვს.

მათ შორისაა- ლედ განათება, სათადარიგო ბორბლის ახალი საფარი და ნახშირბადბოჭკოვანი ჩანართები სხვადასხვა ადგილებში.

ინტერიერი

ინტერიერი Nappa-ს ტყავის სავარძლებით და საჭითაა აღჭურვილი. წინა დაფაზე G-კლასისთვის კარგად ნაცნობი მასიური ორმაგი ეკრანი და 12,3-ინჩიანი ციფრული ინსტრუმენტების კლასტერია მოთავსებული.

რა იმალება სიღრმეში?

Mercedes-AMG G63 4×4² V8 ძრავით და 585 ცხენის ძალით

რა ხდება ძრავის განყოფილების ხუფის ქვეშ? იქ 4.0-ლიტრიანი V8 ორმაგი ტურბო ძრავია მოთავსებული, ის 585 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 850 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ცხრა სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შეხამებული რვაცილინდრიანი ძრავი ძალას ოთხივე ბორბალს უგზავნის.

ახალი ფალავანი 100 კმ-ზე 20 ლიტრ ბენზინს წვავს

Mercedes-AMG G63 4×4² V8 ძრავით და 585 ცხენის ძალით

მიუხედავად უგზოობაზე ფოკუსირებისა, ამაღლებულ G63-ს 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება სტანდარტული მოდელის ციფრს წამის მეათედით ჩამორჩება. (სტანდარტული G63 აჩქარებას 4,5 წამს ანდომებს).

ახალი G63 AMG 4×4²-ის მომხმარებლები და მფლობელები, დიდი ალბათობით, არ დაინტერესდებიან, თუმცა, ავტომწარმოებლის თქმით ოფროუდერი 100 კმ-ზე 20 ლიტრ ბენზინს წვავს.

ავტომობილის ფასი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, როგორც ამბობენ, ის, დაახლოებით, 260,800 აშშ დოლარი ეღირება.

Mercedes-AMG G63 4x4²

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
შემდეგი სტატიაSony Honda Mobility Company პირველ ელექტრომობილებს 2025 წელს გამოუშვებს