Maserati MC20 Cielo ახლახან გამოშვებული V6 სუპერმანქანების ფლაგმანის კაბრიოლეტი ვერსიაა, ის McLaren 720S Spider-ის კონკურენტი იქნება

Maserati-მ ცოტა ხნის წინ გამოშვებული სუპერმანქანის, MC20-ის დიდი ხნის დაპირებული კაბრიოლეტის ვერსია- Maserati MC20 Cielo წარადგინა. ავტომობილს უნიკალური, დასაკეც სახურავზე დამონტაჟებული ე.წ “ჭკვიანი მინის” პანელი აქვს.

Cielo (იტალიურად -ცა) კონკურენციას ისეთ ავტომობილებს გაუწევს, როგორებიც არიან-Chevrolet Corvette Convertible, Ferrari 296 GTS და McLaren 720S Spider-ი.

Maserati კაბრიოლეტის დასაკეცი სახურავის ფანჯრის უნიკალურ ბუნებას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ღილაკზე თითის დაჭერით მინა გამჭვირვალედან გაუმჭვირვალეზე იცვლება.

სახურავს ღიადან დახურულზე და პირიქით გადასხვლა სულ რაღაც 12 წამში შეუძლია, ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ 1 წამით ჩამორჩება 720S Spider-ს, მაგრამ გაყიდვაში არსებულ კაბრიოლეტებს შორის ის მაინც ერთ-ერთ სწრაფ მოდელად ითვლება.

სახურავის გარდა, MC20 Cielo ტექნიკურად Maserati MC20 კუპეს იდენტურია. ის ძალას ავტომწარმოებლის ახალი, 621 ცხენის ძალის მქონე, 3.0-ლიტრიანი V6-იდან იღებს.

კაბრიოლეტი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.0 წამს ანდომებს.

ნახშირბადბოჭკოვანი კორპუსი, ასევე პეპლისებრი კარები კუპეს და კაბრიოლეტს ანალოგიური აქვთ, სახურავის მექანიზმი კაბრიოლეტს დამატებით 65 კგ-ს აძლევს, მთლიანი წონა კი, საბოლოოდ, 1540 კგ-ს აღწევს.

ფასთან დაკავშირებული დეტალები ჯერ-ჯერობით არ გაუმჟღავნებიათ, მაგრამ კაბრიოლეტი, დიდი ალბათობით, ოდნავ უფრო ძვირი ეღირება. კუპეს ღირებულება 216,995 დოლარიდან იწყება.

Cielo MC20-ის სამი დაგეგმილი ვარიანტიდან მეორეა, პირველი იყო კუპე, მესამე კი ელექტრო ვარიანტი იქნება.

„Cielo უნიკალური სპეციფიკაციის წყალობით სპორტისა და ფუფუნების სრულყოფილ ნაზავს გთავაზობთ“-Maserati

Gallery: Maserati MC20Cielo

Maserati MC20 Cielo

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაNissan Ariya- „პოლუსიდან პოლუსამდე“
შემდეგი სტატიაBentley თავისი პირველი Continental-ის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს