რა პროცედურების გავლაა საჭირო ავტომობილის ლიზინგით, ან ავტო-სესხით შესაძენად?

ავტომობილის განვადებით ყიდვა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საფინანსო მომსახურებაა, რადგან უკვე დიდი ხანია მანქანა ყველა ოჯახისთვის აუცილებელი გადაადგილების საშუალებაა.

სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია თანხის ერთიანად გადახდა და მსგავს სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალი, ბანკი, ან სალიზინგო კომპანიებია. ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას, სესხით შევიძინოთ ნებისმიერი – როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილი.

ავტომობილის ლიზინგით ყიდვის პროცედურები:

1. ავტომობილის შერჩევა

ავტომობილის ლიზინგით ყიდვისთვის, პირველ რიგში საჭიროა შეარჩიოთ გასაყიდი მანქანა და შეუთანხმდეთ მფლობელს. რიგ შემთხვევებში მფლობელი მანქანის ლიზინგით გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან ის მაინც სრულად იღებს თავის თანხას. თუმცა ზედმეტი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, შეთანხმება სასურველია.

2. სალიზინგო კომპანიაში განაცხადის დაფიქსირება

დღეს საქართველოში თითქმის ყველა სალიზინგო კომპანიაში განაცხადის დაფიქსირება, ვებ-გვერდის საშუალებით არის შესაძლებელი. განაცხადში როგორც წესი უნდა მიუთითოთ: პირადი მონაცემები, თქვენი შემოსავლების წყაროები, შერჩეული ავტომობილის მონაცემები და ფოტოსურათები.

3. მანქანის დათვალიერება, შეფასება, დასურათება

განაცხადის განხილვის შემდეგ გარკვეულ დროში (დაახლოებით 1 საათში) მიიღებთ პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაგიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი და დაგიბარებთ ოფისში მანქანის მფლობელთან ერთად, სადაც შემოწმდება თქვენი მანქანის რეალური მდგომარეობა.

4. სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა

ავტომობილის შემოწმების შემდეგ, სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ჯერი დგება. მანქანის გამყიდველი იღებს თავის თანხას, ავტომობილი კი ფორმდება თქვენ სახელზე და იტვირთება ლიზინგით კომპანიის მხრიდან.

ავტომობილის ავტო-სესხით ყიდვის პროცედურები:

1. სასურველი ავტომობილის შერჩევა

ისევე როგორც ლიზინგის შემთხვევაში, საბანკო ავტო-სესხით სარგებლობის დროსაც, აუცილებელია წინასწარ შევარჩიოთ სასურველი ავტომობილი, რადგან იცოდეთ დაახლოებით რა თანხა გჭირდებათ.

2. ბანკში ავტო-სესხზე განაცხადის დაფიქსირება

განაცხადის დაფიქსირება შეგიძლიათ ონლაინ, ან ფილიალში მისვლით. სამუშაო დღეებში როგორც წესი, განაცხადის განხილვას რამდენიმე წუთიდან, რამდენიმე საათამდე სჭირდება.

3. სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა

დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენელი გაგაცნობთ სესხის პირობებს, რის შემდეგაც ორივე მხარე მოაწერთ ხელს სასესხო ხელშეკრულებას.

4. მანქანის პასპორტის წარდგენა

სესხის გაცემიდან რამდენიმე დღეში, აუცილებელია, რომ ბანკში წარადგინოთ შეძენილი მანქანის ტექ.პასპორტი.

*გაითვალისწინეთ, რომ სალიზინგო კომპანიების და ბანკების ავტო-სესხები, ყოველთვის უფრო მაღალ პროცენტშია ხელმისაწვდომი, ვიდრე უბრალოდ სამომხმარებლო სესხი. ამიტომ, თუ სამომხმარებლო სესხისთვის აუცილებელი საჭირო შემოსავალი გაგაჩნიათ, მანქანის ყიდვა ყოველთვის ამ უკანასკნელით ჯობია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ლიზინგი ავტო-სესხი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]