საავტომობილო ისტორიაში უამრავი მაგალითი გვაქვს იმის, თუ როგორ გადაარჩინა კონკრეტულმა მოდელმა მთლიანი ბრენდი, გთავაზობთ რუბრიკას და გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს

თუ საავტომობილო ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უამრავი კომპანია მიახლოვებულა ფინანსური ნგრევის ზღვართან და უამრავი მათგანი აღმოჩენილა წლობით ნაშენები რეპუტაციის ერთბაშად ჩამოშლის წინაშე.

ახლა გაგაცნობთ მოდელებს, რომლებმაც საკუთარი ბრენდები მსგავსი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

გთავაზობთ რუბრიკას და თითო სტატიაში 10 გარდამტეხ მოდელს გაგაცნობთ:

Bentley MkVI (1946)

მანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
მანქანა ცნობილია, როგორც „სტანდარტული ფოლადის სალონი“

დამეთანხმებით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწის მოსახლეობის უმეტესობისთვის ძვირადღირებული ავტომობილები მათი დღის წესრიგის პრიორიტეტულ სიაში ვერ მოხვდებოდნენ.

დიდ ბრიტანეთში, სადაც ომის შემდგომ პერიოდში მანქანის ყიდვა საკმაოდ რთული პროცესი იყო ბენტლიმ საზოგადოებას პირველი, ძვირადღირებული მანქანა, Bentley MkVI შესთავაზა.

მანქანა ცნობილია, როგორც „სტანდარტული ფოლადის სალონი“. MkVI დაბალანსებული და ელეგანტური იყო. ავტომობილი Rolls-Royce-ის პირველი, ფოლადისგან წარმოებული პროდუქტი იყო, რომელიც თავიდან-ბოლომდე მათს ქარხანაში შეიქმნა.

მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა Rolls-Royce-ს ახალი მოდელების შექმნის პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

Volkswagen Beetle (1948)

მანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
„ხოჭომ გადაარჩინა ფოლკსვაგენი, მაიორმა ივან ჰირსტმა კი ხოჭო“ 

„ხოჭომ გადაარჩინა ფოლკსვაგენი, მაიორმა ივან ჰირსტმა კი ხოჭო“  (ივან ჰირსტი ბრიტანელი ოფიცერი იყო, რომელიც ფოლკსვაგენს სათავეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაუდგა) მან გაასუფთავა ქარხანა, განაახლა საწარმოო ხაზები და ბრიტანეთის არმია 20 000 ასეთი უჩვეულო პატარა მანქანის ყიდვაში დაარწმუნა.

გაყიდვები თანდათამ იზრდებოდა, მემილიონე ერთეული 1955 წელს ააშენეს. ამ გაყიდვებიდან მიღებულმა ფულმა ფოლკსვაგენი ფეხზე მყარად დააყენა.

სწორედ ასე მოიპოვა ფოლკსვაგენმა გლობალური გიგანტის სტატუსი. საერთო ჯამში 21,529,464 ხოჭო დამზადდა და ის მთელს მსოფლიოს „მოედო“.

ბოლო ერთეულები 2003 წელს, მექსიკაში შეიქმნა. დღეისათვის ფოლკსვაგენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია. 2018 წელს კომპანიამ 10,83 მილიონი მანქანა აწარმოა.

1949 Ford (1948)

მანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
მისი გამოჩენის დღესვე 100 000 შეკვეთა განხორციელდა

ფორდსაც, როგორც ავტომწარმოებლების უმეტესობას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი პრობლემები შეექმნა.

მისი საწარმოო პროდუქცია ომის დროს აშშ-ს ძალებს თვითმფრინავების, ტანკების, სამხედრო სატვირთო მანქანების, ჯიპების და სხვა ტექნიკის უზრუნველსაყოდად გადაეცა .

ომის შემდეგ მძიმე ტექნიკა აღარ იყო საჭირო, ახლა ჯარისკაცებს სახლებში „დასაბრუნებლად“ მანქანები სჭირდებოდათ.

ბრენდის დამფუძნებლის შვილიშვილი ჰენრი ფორდ II კომპანიას სათავეში 1945 წელს, 28 წლის ასაკში ჩაუდგა.

მან ინჟინრებისა და ბიზნეს ანალიტიკოსების გუნდი შეკრიბა და სრულიად ახალი მოდელი კონცეფციიდან წარმოებამდე გადაიყვანა.

ავტომობილის გამოჩენის დღესვე 100 000 შეკვეთა განხორციელდა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახით, მათს შორის კუპეს ვარიანტადაც. სიმძლავრე 3.7-ლიტრიანი straight-six-იდან ან/და 3.9-ლიტრიანი V8-დან მოდიოდა.

სულ 1,12 მილიონ ეგზემპლარად შეიქმნა.საბოლოოდ Ford-ის მოგებამ 177 მილიონ დოლარს შეადგენდა, ეს კი იმ დროისთვის უზარმაზარი მაჩვენებელი იყო.

Mercedes-Benz 180 (1953)

მანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
ის 270 000 ეგზემპლარად შეიქმნა

მერსედესს ფორდისგან განსხვავებული პრობლემა ჰქონდა. მისი ქარხნები ომის დროს ე.წ მოკავშირეთა ბომბდამშენებმა გაანადგურეს.

ავტომწარმოებელი ძალებს ნელ-ნელა იკრეფდა, მას სურდა დაბრუნებოდა იმას, რაც საუკეთესოდ გამოსდიოდა- მასობრივი წარმოება.

ამ მოკრძალებულმა სალონმა ავტომწარმოებელი კვლავ მოცულობით წარმოებაში გადაიყვანა.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ფირმის პირველი ინოვაციური კონსტრუქციის მოდელი იყო.

თუმცა, 180 და მისი 180D დიზელის ვარიანტი მათი სტილისა და მართვის თვალსაზრისით, საკმაოდ კონსერვატიული იყო.

ის 270 000 ეგზემპლარად შეიქმნა და საბოლოო ჯამში, 180-მა ავტომწარმოებელს დიდი მოგებაც მოუტანა.

Mercedes 300SL (1954)

მანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
300SL-ის ტექნოლოგიამ მერსედესს ტექნიკური და უსაფრთხოების ნოვატორის რეპუტაცია შეუქმნა.

და მისი უდიდებულესობა 300SL– გლამურული და დახვეწილი მანქანა ცნობილი და მდიდარი ადამიანებისთვის. 300SL  დიდ სცენაზე  სწორედ ამ სტატუსით შემოვიდა და მისი უპირობო დედოფალიც გახდა.

ამ დახვეწილ ქმნილებას ნამდვილ მხეცად გადაქცევამდე მხოლოდ სატერფულზე დაწოლა აშორებდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 217 კმ/სთ-ს უტოლდებოდა. ეს იყო სენსაცია ყველა გაგებით და ეს მერსედესმა გააკეთა.

მას შემდეგ, რაც 1957 წელს 1400 Gullwing მოდელების წარმოება დასრულდა ასპარეზი Roadster-ს დაეთმო.

300SL-ის ტექნოლოგიამ მერსედესს ტექნიკური და უსაფრთხოების ნოვატორის რეპუტაცია შეუქმნა.

Fiat 500 (1957)

მანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
ეს იყო პრაქტიკული, კომპაქტური და ეკონომიური, 4-ადგილიანი მანქანა.

იტალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკუთარი ძალების აღსადგენად იბრძოდა. წამოიჭრა იაფი ტრანსპორტის საჭიროების საკითხი. თავდაპირველად ეს პრობლემა სკუტერებით გადაიჭრა, აი შემდეგ იყო Fiat 500.

ეს იყო პრაქტიკული და თანაც კომპაქტური, 4-ადგილიანი მანქანა. 18 წლის მანძილზე მისი 3,5 მილიონი ერთეული გაიყიდა.

მარტივი და იაფად შესანახი მანქანა, ძრავის ეკონომიურობის მიუხედავად, მომხმარებელს საკმარის შესრულებას სთავაზობდა, როგორც ქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბითაც.

BMW 700 (1959)

მანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
700-ის პოპულარობამ და გაყიდვებმა ავტომწარმოებელს დიდი წარმატება მოუტანა

ხომ ძნელი წარმოსადგენია, რომ BMW, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, ერთ დროს გაკოტრების და „გაქრობის“ ზღვარზე იყო, მაგრამ ეს „ბინდი“ მიუნხენელების თავზე 1950-იანი წლების ბოლოს ჩამოწვა.

ძვირადღირებული და განსხვავებული მანქანების ასორტიმენტი „სახლში ბეკონს ვერ მოიტანდა“.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა 700, როგორც გადაუდებელი დახმარება. 700 იმით იყო საინტერესო და რადიკალური, რომ მას მონოკოკური სტრუქტურა ჰქონდა.

ის თავდაპირველად კუპეს სახით იყო შეთავაზებული, მალევე მოჰყვა სალონი და ის 154,557 ეგზემპლარადაც შეიქმნა. Coupe-მ და Cabriolet-მა ამ რიცხვს კიდევ 33,500 ერთეული დაამატა.

700-ის პოპულარობამ და გაყიდვებმა ავტომწარმოებელს დიდი წარმატება მოუტანა, ბრენდი, ფაქტობრივად, გაკოტრებას გადაურჩა.

Jaguar XJ6 S1 (1968)

მანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
ამ მანქანის 78 218 ერთეული აწარმოეს და ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეფექტურად იყიდებოდა.

შესაძლოა Jaguar-ის სპორტულმა მანქანებმა მოწინავე პოზიციები დაიკავეს, თუმცა, პირველი XJ6 სერ უილიამს ლიონის ნამდვილი კარიერული ოსტატობა იყო.

ის იყო კომფორტული, დახვეწილი და ეფექტური, მან  სხვა ძვირადღირებული სალონები მეორე ადგილზე გადმოანაცვლა და უპირობო ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ XJ6-ის გამოშვებისას იაგუარს ფინანსური კრიზისი არ ჰქონდა. ავტომობილი კომპანიის გამაერთიანებლად მიიჩნევა.

ამ მანქანის 78 218 ერთეული აწარმოეს და ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეფექტურად იყიდებოდა.

XJ ხაზი 2019 წლამდე გაგრძელდა.

მანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაTesla Cybertruck-ის უახლესი პროტოტიპი
შემდეგი სტატიაHonda-მ ორი ახალი ელექტრომობილის თიზერი გამოაქვეყნა