წარმოგიდგენთ მანქანებს, რომლებმაც რაღაც კუთხით, მსოფლიოს „თამაშის“ წესები შეცვალეს

არაფერმა შეცვალა სამყარო ისე, როგორც მანქანებმა. საქმე მხოლოდ კომფორტში, მარტივ გადაადგილებაში და დროის ფაქტორის დაზოგვაში არ არის.

უამრავი ადამიანისთვის მანქანა თავისუფლების სიმბოლოა. გზა, შენი სურვილებისკენ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ყველგან, სადაც მოისურვებ, ავტომობილი შენი თანამგზავრი და თავგადასავლების პარტნიორი იქნება.

მანქანა ადამიანის ქმნილებებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. მაგრამ არის მანქანაც და მანქანაც…

ზოგი მხოლოდ ძველის, უკვე შექმნილის გაუმჯობესებას ახერხებს, ზოგი კი ინოვატორი, ახლის შემქმნელი და საავტომობილო ინდუსტრიის „ამინდის“ განმსაზღვრელია.

წარმოგიდგენთ რუბრიკას-მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს: (1907-1948)

Rolls-Royce Silver Ghost (1907)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
Silver Ghost-ი იყო მანქანა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების საიმედოობას იძლეოდა

რატომ დაიწყო სია მოჩვენებით და არა Benz Patent Motorwagen-ით, რომელიც ცნობილია, როგორც მსოფლიოში პირველი მანქანა? პედანტური პასუხი ასეთია- ვერ შეცვლი სამყაროს, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

უფრო რაციონალური განმარტება/პასუხი კი მის შესაძლებლობებზე გადის. მარტივად რომ ვთქვათ ბენცი დისტანციების დასაფარად შეუფერებელი მანქანა იყო, შესაბამისად ის საწვავის ავზითაც არ აღჭურვეს.

ამის საპირისპიროდ, Silver Ghost-ი იყო მანქანა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების საიმედოობას იძლეოდა. ოფიციალურად ცნობილი იყო, როგორც 40/50 ცხენის ძალის მქონე მანქანა.

ერთი მოდელი შეღებეს ვერცხლისფრად და ლონდონიდან გლაზგოს მიმართულებით გაგზავნეს. ეს იყო 24 140 კმ-იანი გზა. სწორედ ამ „ვოიაჟის“ შემდეგ შეიქმნა როლს როისის, როგორც მოწინავე ბრენდის რეპუტაცია.

Ford Model T (1908)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
მანქანა, რომელმაც „ამერიკა ბორბლებზე შესვა“

1908 წლის 1 ოქტომბერს, დეტროიტში, ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გაიმართა, ფორდმა Ford Model-T წარუდგინა საზოგადოებას.

ეს ფაქტი ისტორიული გახდა იმით, რომ ავტომობილი, ფართო მასებისთვის ჩაუშვეს წარმოებაში.

მას,ზოგადად, პირველ ხელმისაწვდომ ავტომობილად მიიჩნევენ, მანქანად, რომელმაც „ამერიკა ბორბლებზე შესვა“.

Cadillac Type 53 (1916)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
ავტომობილის 8-ცილინდრიანის ასამუშავებლად ელექტრო ჩამრთველს იყენებდნენ

ამ ავტომობილის წინამორბედი, Type 51 პირველი ავტომობილი იყო, რომელმაც ე.წ L-head ძრავი, მსოფლიოში პირველი, მასობრივი წარმოების V8 გამოიყენა.

მანქანებს ადრე ბერკეტებით, სახელურებით და პედლებით მართავდნენ.

კადილაკს გადაცემათა ბერკეტი და სავარძლებს შორის მოთავსებული ხელის მუხრუჭი ჰქონდა. მას გადაბმისთვის, მუხრუჭისა და დროსელისთვის სამი პედალი ჰქონდა.

ავტომობილის 8-ცილინდრიანის ასამუშავებლად ელექტრო ჩამრთველს იყენებდნენ.

Austin 7 (1922)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
ოსტინმა ჯიპის პირველი პროტოტიპი შექმნა

Austin 7-ს 17 წელი აწარმოებდნენ. ის 300,000 ეგზემპლარად შეიქმნა. ეს იყო კომპაქტური მანქანა, რომლის კორპუსის შაბლონი ამტკიცებდა, რომ მანქანის შესაქმნელად მცირე რაოდენობის მასალა და თანხა სრულიად საკმარისი იყო.

Nissan-მა ის თავისი პირველი მანქანის წარმოებისას მაგალითად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ოსტინმა ჯიპის პირველი პროტოტიპი შექმნა.

Lancia Lambda (1922)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
დამოუკიდებელი საკიდარი და მონოკოკური კონსტრუქცია

დამოუკიდებელი საკიდარი და მონოკოკური კონსტრუქცია- ეს ის ორი უმთავრესი დეტალია, რომელიც მანქანის შექმნიდან დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მოვლენა იყო. Lancia Lambda-ს ორივე მათგანი გააჩნდა. ლამბდას ე.წ V ფორმის ძრავი ჰქონდა.

BMW 328 (1936)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
ლამაზი, მაგრამ აშკარად ჩვეულებრივი როდსტერი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, ომამდელი მანქანა გახდა.

ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არა ინგრედიენტები, არამედ მზარეული, რომელიც მათ ერთად ათავსებს. აქ კი უნდა ითქვას, რომ BMW 328-ის გენიალურობა სრულიად დეტალებში.

ლამაზი, მაგრამ აშკარად ჩვეულებრივი როდსტერი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, ომამდელი მანქანა გახდა.

ცილინდრის ეფექტურმა მუშაობამ, მსოფლიო დონის აეროდინამიკამ და წონის დაზოგვაზე ორიენტირებამ შექმნა მანქანა, რომელიც იყო მსუბუქი, მარტივი და მისი მასიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევდა. ამბობენ, რომ BMW-მ თავისი რეპუტაცია მის ზურგზე შექმნა და დღემდე იქ „სადილობს“.

Volkswagen Type 1 (1938)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

ცნობილი, როგორც- ხოჭო ჰიტლერის შეკვეთით ფერდინანდ პორშემ შექმნა. 2003 წელს მოდელ T-ს უკანასკნელი ვერსია შეიქმნა, აღსანიშნავია, რომ პირველი მოდელის შექმნიდან, დაახლოებით 65 წლის შემდეგ, ჯამში, 21 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დამზადდა.

ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე “გაყიდვადი” მანქანაა.

Willys MB (1941)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

თავისი არატრადიციული დიზაინით და ორიგინალურობით Willys Military ბევრი ავტომობილის შთაგონება გახდა. ის იყო მსოფლიოში ცნობილი ჯიპი, ხატი, რომელსაც ჰქონდა, როგორც სპორტული, „ომის“ მანქანის დანიშნულება, ასევე ის თავისუფლების, გართობის და შეუპოვრობის სიმბოლო იყო.

Jaguar XK120 (1948)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

მოდი, განვიხილოთ, როგორც მანქანა, ასევე კონტექსტიც, რომელიც, ამ კონკრეტული მანქანის გარჩევისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

1948 წელია, ქვეყანა დანგრეულია, ხალხი ომის შემდგომ დეპრესიაშია ჩაძირული და სწორედ ამ დროს, ჰორიზონტზე, ჩნდება ახალი მანქანა, ახალი სახელით და ის ყველაზე ლამაზი ქმნილებაა, რაც იმ პერიოდამდე შექმნილა და ბორბლებზე შემდგარა.

სრულიად ახალი სისტემის და ძრავის წყალობით ეს დახვეწილი ქმნილება 193 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც გზებზე მანქანების უმეტესობა ამ სიჩქარის ნახევრის განვითარებასაც კი ვერ ახერხებს.

ეს არ იყო კონცეფცია, არც ულტრა ექსკლუზიური „სათამაშო“ მდიდრებისთვის, ეს იყო სტანდარტული წარმოების მოდელი, რომელიც მისი ხარისხის და შესრულების მიუხედავად, საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო.

Land Rover (1948)

მანქანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

მარტივი კონსტრუქციის მანქანას ალუმინის კორპუსი ჰქონდა. მასალა საკმაოდ მარტივი მოსაპოვებელი იყო, მიზეზი კი ომის შემდგომ დიდი რაოდენობით „ჯართის“ დაგროვება გახდა.

ხელსაწყოების გამოყენების და მასალის დაზოგვის მიზნით ფორმები მარტივი ჰქონდა. ამ ხატოვანმა ფორმებმა და საკულტო სხეულმა აქტუალობა 70 წლის განმავლობაში შეინარჩუნა. ლენდ როვერი დღემდე  უგზოობის პირობებში ყველაზე სანდო და ეფექტური მეგზურია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

მანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]