ტესლას კონკურენტმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა

Tesla – ს მთავარმა კონკურენტმა Lucid – მა ბიუჯეტური ვერსია წარმოადგინა. ელექტროსედანი Lucid Air -ის საბაზო მოდელის ფასი ამერიკაში 77 400 დოლარი იქნება. ახალი ვერსია, თავის წინამორბედზე 17 600 დოლარით იაფი ეღირება. საბაზო მოდიფიკაციაში Lucid Air -ი მხოლოდ ერთი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი, როდესაც ჩვეულებრივ Air – ებში ორი ელექტროძრავა მუშაობს.

ბიუჯეტური Lucid Air -ის ელექტროძრავა 480 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როგორც მწარმოებელი აცხადებს მას ერთი დამუხტვით 653 კმ-ს გავლა შეუძლია. ამ მაჩვენებლით ახალი Air – ი Tesla Model S -ს 6 კმ-ით აღემატება.

ბიუჯეტურ Air -ში დარჩება ბრენდის მთავარი ინოვაცია – 34 ინჩიანი ჰორიზონტალური მონიტორი, რომელიც ერთდროულად სამართავი დაფის და მედიასისტემის ეკრანის მოვალეობას ასრულებს. დარჩება ასევე სენსორული პულტი, რომელიც ცენტრალურ კონსოლზე სხვადასხვა სისტემების მართვისთვის გამოიყენება.

Air -ის საბაზო მოდიფიკაციაზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, შეკვეთისთვის დეპოზიტზე 300 დოლარის შეტანაა საჭირო. გაყიდვები კი 2022 წლიდან დაიწყება.

ტესლას მთავარმა კონკურენტმა Lucid – მა ბიუჯეტური ვერსია წარმოადგინა
ტესლას მთავარმა კონკურენტმა Lucid – მა ბიუჯეტური ვერსია წარმოადგინა
ტესლას მთავარმა კონკურენტმა Lucid – მა ბიუჯეტური ვერსია წარმოადგინა

ელექტროსედანს კიდევ სამი ვერსია ეყოლება. Air Touring – ი, რომელიც 95 000 დოლარი ეღრება, ორი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი და ჯამში 620 ცხენის ძალის გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ აჩქარებას ის 3,2 წამში შეძლებს.

Lucid Air Grand Touring – ის სიმძლავრე 800 ცხენის ძალამდე გაიზრდება და მისი ფასი 139 000 დოლარი იქნება, ხოლო ტოპ მოდიფიკაცია Air Dream -ი 1080 ცხენის ძალით, მინიმუმ 169 000 დოლარი ეღირება.

მეგობრებო რას იტყვით, Lucid Air თუ Tesla Model S? აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

Lucid

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაელექტრო Fiat 500 – ს უკანა კარი დაუმატეს
შემდეგი სტატიაBrabus – მა მეგა ლიფთბექი Rocket 900 წარმოადგინა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში