600+ ცხენის ძალის მქონე ელექტრო სედანი Lotus Type 133, Porsche Taycan-ის კონკურენტი იქნება, Eletre-ს მსგავსად მასაც ჩინეთში ააწყობენ

საავტომობილო წრეებში, ალბათ, ბევრი ფიქრობდა, რომ  “ნორფოლკელები“ სამუდამოდ Elise/Exige-ს და Evora-ს ხაზს დაეყრდნობოდნენ და მათს სხვადასხვა ვარიაციას შემოგვთავაზებდნენ.

თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც Geely-მ კომპანია იყიდა და იმავე კორპორაციული ქოლგის ქვეშ მოაქცია, რომელშიც, მაგალითად, Volvo.

ავტომწარმოებლის გეგმები

Eletre ოფიციალურად 2022 წელს გამოვა, შემდეგ წელს კი ელექტრო სედანს გამოუშვებენ. მართლაც, Porsche Taycan-ის კონკურენტი, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Type 133, 2023 წელს ლოტუსის ჩინეთის ქარხანაში წარმოებული მეორე პროდუქტი გახდება.

Lotus Type 133-ცნობები ელექტრო სედანზე

ბრიტანულმა ჟურნალმა Autocar-მა სალონის შესახებ წინასწარი დეტალები მოიპოვა. გამოცემის თანახმად ახალი სედანი Eletre-ს მსგავსი არ ინება.

Lotus-ი აღნიშნავს, რომ ეს იქნება უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დაბალი Eletre. პიტერ ჰორბერის, დიზაინის უფროსის თქმით „ოჯახის ყველა წევრს საკუთარი, განსხვავებული ხასიათი შეიძლება ჰქონდეთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას შეკრული დიზაინი და უწყვეტი კონცეფცია უნდა ჰქონდეს. ეს პროცესი ბრენდის ორგანული თემატიკისთვის და იდენტობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მოლოდინები

რასაც ავტოსამყარო ელოდება ეს არის- აეროზე მომუშავე ექსტერიერი და მაღალტექნოლოგიური, მინიმალისტური ინტერიერი.

იმის გათვალისწინებით, რომ Eletre-ს ორმაგი ძრავი 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, უნდა ვივარაუდოთ რომ სედანსაც მასთან მიახლოვებული მახასიათებლები ექნება.

თუმცა, ლოტუსმა აღნიშნა, რომ უფრო მძლავრ ვერსიებსაც უნდა ველოდოთ. ასე რომ, Type 133 საბოლოოდ, შესაძლოა Turbo და/ან Turbo S ვარიანტებადაც შემოგვთავაზონ.

ფირმის აღმასრულებელი დირექტორის, მეტ ვინდლის თქმით ჯიპზე შემოთავაზებული 592 ცხენის ძალა მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ ფაქტობრივად, სამძრავიანი Eletre-ის შესახებ ჭორები უკვე არსებობს.

ამ შემთხვევაში ჯიპი 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა, ამ მონაცემებითაც ის Tesla Model S Plaid და Lucid Air Dream Edition Performance-ის მიერ შემოთავაზებულ რიცხვებზე ნაკლები იქნება.

რა იქნება შემდეგ?

Lotus-ის გაფართოება 2024 წელს Type 134-ით, ვუჰანში აშენებული უფრო პატარა ელექტრო ქროსოვერით გაგრძელდება. Type 134 კონკურენციას Porsche Macan-ს გაუწევს.

2026 წელს, Alpine-თან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ჰეთელში, ელექტრო სპორტული მანქანა შეიქმნება.

Lotus Eletre

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Lotus Type 133

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]