Lotus-ის ელექტრული ჯიპის დებიუტი 29 მარტსაა ჩანიშნული, როგორც ცნობილია მისი წარმოება ჩინეთში დაიწყება

თუ აქამდე სიტყვებს- ჯიპი; ელექტრო; ჩინეთი და Lotus-ი ერთმანეთს ვერ დაუკავშირდებდით, ახლა ყველაფერი შეიცვალა.

ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ Type 132-ის სახელით ცნობილი ავტომობილი, საზოგადოების წინაშე, საბოლოოდ, 29 მარტს წარდგება.

დიდი ალბათობით, კოლინ ჩეპმანს „დაკუნთული“ მძიმე ავტომობილი არ მოეწონებოდა, მაგრამ ახლა 2022 წელია და დიახ, ავტოინდუსტრია ბიზნესის ინტერესებს მიჰყვება.

ლოტუსის პირველი ჯიპი და ელექტრული ხაზის მეორე მანქანა სუპერქარი Evija-ს შემდეგ, ნორფოლკში აღარ აშენდება. მოდელის აწყობას ჩინეთში, ვუჰანში შექმნილ ახალ ქარხანაში გეგმავენ. (დიახ, სწორედ იმ ვუჰანში)…

Type 132-ს ოთხკარიანი კუპე 133 და პატარა ქროსოვერი 134 მოჰყვება. ორივე მათგანი ელექტრო იქნება.

Geely-ის მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ შიდა წვის ძრავიანი მოდელების წარმოება დაასრულა, როგორც ცნობილია Emira ხაზის „უკანასკნელი სამურაი“ იქნება.

რამდენიმე თიზერის მიუხედავად Lotus-ს თავის ახალ ელექტრულ ჯიპზე ბევრი არ უსაუბრია. როგორც ცნობილია ის შეკვეთით დამზადებულ ელექტრულ პლატფორმას დაეყრდნობა. წყარო კი 120 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა იქნება.

პლატფორმაზე დაფუძნებული სპორტული ჯიპი, დაახლოებით, ისეთივე იქნება, როგორც Porsche Cayenne და  მის სიმძლავრეს ორმაგი ელექტროძრავი უზრუნველყოფს.

არქიტექტურასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დეტალია ცნობილი, ავტომობილის ბორბლების ბაზა 2889მმ-დან 3100 მილიმეტრამდე იქნება.

რაც შეეხება სიმძლავრეს- ვარაუდობენ, რომ ელექტროძრავი 600-700 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს, 0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი სულ რაღაც 3 წამი დასჭირდება.

ჩეპმენის დევიზის „გაამარტივე და შემდეგ დაამატე სიმსუბუქე“ ანტონიმი იქნება ოთხკარიანი, ხუთადგილიანი, ტექნიკით დატვირთული მძიმე მანქანა.

უახლესი ინფო-გასართობი და ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი- ლოტუსის ჯიპი სრულიად თანამედროვე ავტომობილი იქნება.

Lotus Type 132-ის გაყიდვა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. მისი რეალური სახელი ცნობილი არ არის, თუმცა ავტოსამყაროში საუბრობენ, რომ მას, შესაძლოა “ლამბდა” დაარქვან.

(ეს ვარაუდი ლოტუსის ტრადიციას არღვევს, რადგან, როგორც ვიცით, ავტომწარმოებლის სპორტული მანქანების სახელწოდებები ასო “E”-ზე იწყება)

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Lotus

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]