Lotus თავისი 2000 ცხენისძალიანი სუპერქარის Evija – ს გამოშვებას ამ წელს აპირებდა, თუმცა ეს ყველაფერი COVID19 -ის გამოჩენამდე იგეგმებოდა. Autocar -ის ცნობით, მწარმოებელს ხუთი თვის განმავლობაში არცერთი საცდელი ტესტი არ ჩაუტარებია, შესაბამისად „ევიას“ სერიული წარმოებაც მინიმუმ 5 თვით გადაიწევს. სხვა სიტყვებით Evija – ს სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

«ჩვენ დავკარგეთ საცდელი ხუთი თვე, რომელიც ძირითადად ევროპის კონტინენტზე გვქონდა დაგეგმილი», – განაცხადა Autocar – თან Lotus – ის გენერალურმა დირექტორმა ფილ ფოფჰემმა.
ფოფჰემი ასევე გამოტყდა, რომ ხუთთვიანი შეფერხება სავარაუდოდ მინიმუმია, რადგან COVID-19 ჯერ კიდევ არასტაბილურია. რეალური ტესტირების შესაძლებლობის არქონის გამო Lotus – ის ინჟინერები თავის კომპიუტერებს მიუსხდნენ და ნამდვილი გარღვევა მოახდინეს, Lotus – ს ჯერ არ აქვს გაცხადებული საბოლოო ციფრი რამდენი ცხენის ძალა ექნება, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ ეს ციფრი 2000-ზე მეტი იქნება.
ცნობილი გახდა „ლოტუს ევიას“ სავარაუდო ფასიც – 2.3 მილიონი დოლარი. დაველოდოთ.