Lotus Emira-ს საწყისი ღირებულა 85 900 დოლარია და ის AMG-ის ძრავით 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებს
Lotus-მა ახალი Emira გუდვუდის გასული წლის ფესტივალზე გამოიყვანა. იმ დროისთვის კომპანიას კონკრეტული დეტალები ძრავის შესახებ არ გაუმჟღავნებია.
Lotus Emira-ს ძრავები
დღეს გახდა ცნობილი, რომ ავტომობილს Mercedes-AMG-ის M139 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი აქვს, რომელიც 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ეს მაჩვენებელი მერსედესის სხვადასხვა მოდელებთან შედარებით, რომლებიც ანალოგიურ ძრავს იყენებენ- დაბალია. მაგალითისთვის, AMG A45 S-ში ძრავი 416 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Lotus-ი ამბობს, რომ ძრავი M139-ის შეკვეთილი ვერსიაა. ის მოიცავს აპარატურას, რომელიც უშუალოდ ინტეგრირებულია ემირას პლატფორმასთან.
კომპანია დაკარგულ 60 ცხენის ძალაზე არაფერს ამბობს.
Lotus-ი Emira First Edition-ში უფრო მძლავრ, 3.5-ლიტრიან V6 ძრავსაც გვთავაზობს.
Toyota-ს ეს ძრავი 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი ბრუნბვის მომენტი იმდენივეა, რამდენიც მერსედესის ოთხცილინდრიანში- 420 ნიუტონ მეტრი.
Lotus-ი 2.0-ლიტრიან ძრავს რვა სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან აწყვილებს, ის კი თავისთავად უკანა ბორბლებს აძლიერებს.
ბორბლები
Emira First Edition-ი 20-ინჩიანი, ულტრა მსუბუქი, ორ ფერში გაწყობილი პრემიუმ დისკებით გაიყიდება. Lotus-ი მომხმარებლებს ვერცხლისფერ და პრიალა შავ დისკებს დამატებით ფასიან ვარიანტად შესთავაზებს.
ბორბლების შიგნით წითელი, შავი, ყვითელი ან ვერცხლისფერ ფერში გაწყობილ ბრენდირებული ხუნდები განთავსდება.
ექსტერიერი
ექსტერიერი 6 ფერის ვარიაციით იქნება წარმოდგენილი- ლურჯი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ჩრდილოვანი ნაცრისფერი და ღია ნაცრისფერი.
ინტერიერი
რაც შეეხება ინტერიერს- სალონს 7-ფერიანი პალიტრით გვთავაზობენ. ქრომირებული მოპირკეთება, თეთრი განათება, 12 პოზიციის ელექტრო სავარძლები გათბობით, Apple CarPlay, Android Auto- ეს და სხვა მრავალ უპირატესობა ექნება მომხმარებელს, რომელიც ემირას შეიძენს.
პირველი გამოცემა აღჭურვილია Drivers Pack-ით, Design Pack-ით და Convenience Pack-ით. შეთავაზებულია კონფიდენციალურობის შუშა და პარკინგის სენსორები.
ხელმისაწვდომობა და ფასები
საწყისი დონის ოთხცილინდრიანი Emira ხელმისაწვდომი მომავალი გაზაფხულიდან იქნება, ხოლო V6 ვარიანტი 2023 წლის იანვარში გამოვა, მისი ღირებულება 82,900 დოლარი იქნება.
Lotus-ი დამატებით დეტალებს საწყისი დონის მოდელების შესახებ ამ ზაფხულს გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება Lotus Emira First Edition-ს, ოთხცილინდრიანი ვარიანტის ფასი 85,900 დოლარიდან იწყება. V6-ზე მომუშავე Emira-ს ფასი კი- 93 000 დოლარი იქნება.
Gallery: 2022 Lotus Emira













