Lotus Eletre- ბრენდის ელექტრო ქროსოვერის დებიუტი 600 ცხენის ძალით

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საზოგადოებამ Lotus Eletre, ბრენდის ელექტრო ქროსოვერი გუშინ იხილა.

Lotus-ის ახალი ერა

Lotus Eletre ისტორიული ბრიტანული ბრენდის ახალ ერას იწყებს- ეს იქნება მანქანა, რომელიც ავტომწარმოებლის ამჟამინდელ სპექტრს გააფართოვებს და მას ტრადიციული სპორტული მანქანების „ჩარჩოდან“ გამოიყვანს.

აქამდე ქროსოვერს Type 132 კოდური სახელით ვიცნობდით. ის პირველია იმ ოთხი ელექტრომობილიდან, რომელთა გამოსვლაც 2025 წლამდე იგეგმება.

“გაცოცხლება”

როგორც ავტომწარმოებელი იუწყება ქროსოვერის სახელწოდება „Eletre“ უნგრულად „გაცოცხლებას“ ნიშნავს.

კომპანია ახალ პროდუქტს, ქროსოვერისთვის დამახასიათებელი  სპეციფიკების გათვალისწინებით,  Lotus-ისთვის დამახასიათებელ სპორტულ სულს „შთაბერავს“…

ელენტრეს თითქმის ისეთივე „გაბარიტები“ აქვს, როგორც Lamborghini Urus-ს. (5 მეტრი-სიგრძე, 2 მეტრი-სიგანე, 1,6 მეტრი სიმაღლე. ის თავისი ბორბლების გრძელი ბაზის წყალობით უფრო ფართოა)

ქროსოვერის პირდაპირი კონკურენტების დასახელება, ცოტა რთულია- ვიზუალურად მასთან ყველაზე მიახლოებული Urus-ია, თუმცა მას ბენზინის ძრავი აქვს, Ferrari Purosangue მხოლოდ ჰიბრიდული სახით იქნება, Porsche Taycan-ი ყველაზე ახლო კონკურენტია, თუმცა ის სედანი უფროა, ვიდრე ქროსოვერი.

შესრულება/მახასიათებლები

ქროსოვერი „Lotus’s Electric Premium Architecture“ პლატფორმაზეა დაფუძნებული. კომპანია ამბობს, რომ ელექტრო ქროსოვერი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მას 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 3 წამი სჭირდება, ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-ია. ავტომწარმოებელი ქროსოვერის წონას ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროვებს.

ბატარეის სიმძლავრე 100 კილოვატ/საათზე მეტია და ის, დაახლოებით, 600 კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

ექსტერიერი

ვიზუალურად, წინა ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, ელექტრო ქროსოვერი Lotus Emira-ს ზოგადი დიზაინის ელემენტებს იმეორებს. შუშის გადახურვა კი Evija-სთან ასოცირდება. ახალი ტრენდიდან გამომდინარე ავტომობილს გაყოფილი ფარები აქვს.

ნათურები „კაპოტის“ წინა კიდეზეა განლაგებული. ხოლო ძირითადი მაშუქები ფასციის ქვედა, ჩაბნელებულ მონაკვეთზე მდებარეობს.

ცხაურის ურთიერთდაკავშირებული კუთხოვანი ნაწილები აქტიურ აეროდინამიკას უზრუნველყოფენ. ისინი ძრავების, ბატარეების და მუხრუჭების გასაგრილებლად იხსნებიან.

ტექნიკური თვალსაზრისით Eletre-ს ლიდარის (ოპტიკური მოწყობილობის) 4 სენსორი აქვს. ასევე მანქანის კამერები, საჭიროების შემთხვევაში, გვერდითა სარკეების ფუნქციასაც შეითავსებენ.

როგორც ავტომწარმოებელი ამბობს Eletre-ს “end-to-end autonomous driving”- სისტემა აქვს, რაც კომპლექსურ მიდგომებს მოიცავს.

ინტერიერი და ტექნიკური მახასიათებლები

ტრადიციული ინსტრუმენტების პანელის მაგივრად მძღოლის წინ თხელი, 1,18-ინჩის სიმაღლის ციფრული ზოლია.

მგზავრის მხარეს საინფორმაციო ეკრანია, რომელიც მაგალითად, აჩვენებს ახლომდებარე საინტერესო პუნქტებს, მისი მეშვეობით მუსიკის არჩევაც შესაძლებელია.

ცენტრში 15.1-ინჩიანი ეკრანია, სწორედ მასზეა დატანილი ყველა საჭირო ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, Lotus Eletre ჩინეთში, ვუჰანის ახალ ქარხანაში აშენდება. ქროსოვერის მიწოდება 2023 წლიდან დაიწყება. პირველი ერთეულები ჩინეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Lotus Eletre

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]