ელექტრო კონცეპტუალურ ჯიპს Lincoln Star-ს გამჭვირვალე პანელები, საინტერესო პარამეტრები, მანათობელი ემბლემა და უამრავი ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს

ერთი შეხედვით, Lincoln Star-ის კონცეფცია ლუქს ბრენდის ხაზის მიმდინარე შეთავაზებებისგან დიდად არ განსხვავდება, მართლაც, კონცეფცია Lincoln’s Quiet Flight დიზაინის ევოლუციაა, იგივე თემატიკა Corsair-ზეც მეორდება.

ავტომწარმოებელი 2025 წლამდე სამი ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. ახალი კონცეფცია, შესაძლოა ითქვას, ადამიანის გრძნობის ორგანოების სტიმულირებისთვის შეიქმნა- თემატიკა მხედველობის, ხმის და ყნოსვის ფაქტორებს მოიცავს.

ელექტრო კონცეფცია Star-ი

ამის უზრუნველსაყოფად კონცეფცია Star-ი გთავაზობთ, ფანჯრებს, იატაკის და კარების პანელების შიდა განათებას.

A სვეტს მეტალის გისოსებიანი სტრუტურა აქვს, ეს დამატებით სინათლეს და გარემოს უკეთ დანახვის შესაძლებლობას იძლევა. D სვეტებიც A სვეტების მსგავსია.

ძრავის განყოფილების ხუფი, ე.წ კაპოტი ელექტრო-ქრომატული მინისგან შედგება, ის ავტომობილის მართვის დროს გამჭვირვალე ხდება, პარკირების დროს კი ისევ იბურება.

მყუდრო და ღია სივრცე

მასიური შუშის სახურავით, წინა ბრუნვადი სავარძლებით, ასევე  სწორი იატაკით კონცეფციის მიზანი მგზავრებისვის მყუდრო და ღია სამგზავრო სივრცის შექმნაა.

როგორც უკვე აღვნიშნე კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი თემა აღქმის 3 განსხვავებული ცნებაა. ლინკოლნის თქმით თემატიკა ადამიანის ბუნებრივ ყოველდღიურ ბალანსს ასახავს- დილა, დღე და საღამო. სწორედ აქ მოქმედებს მხედველობა, ხმა და ყნოსვა.

Costal Morning- დილის პარამეტრი აერთიანებს თბილ შუქს, ოკეანის ხმებს და ზღვის სურნელებას.

Mindful Vitality (შუადღის პარამეტრები) ეს ფუნქცია შექმნილია იმისთვის, რომ დღის შუაგულში შეიგრძნოთ ყვავილების სურნელი, ბუნების ოპტიმისტური ხმები და მბზინავი თბილი სინათლე.

Evening Chill საბოლოო განწყობა, რომელიც დღის დასასრულს აგვირგვიენბს- მწვანე მცენარებიის სურნელით, საღამოს სპეციფიკური ხმებით და ღამის ცის პროექტორით სრულდება.

ამის გარდა, კონცეფცია აღჭურვილია სხვადასხვა ტექნოლოგიური უპირატესობებით, ეკრანებით, მძღოლის დამხმარე სისტემებით და სხვ.

„ლინკოლნის მომავალი ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილებს მოიაზრებს. Lincoln Star Concept-ი ჩვენი სრულიად ელექტრომობილების ხაზის წინამძღოლი იქნება“.- ლინკოლნის პრეზიდენტი ჯოი ფალოტიკო.

„ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ განვსაზღვრავთ ფუფუნებას მომავალი თაობისთვის. ჩვენი კლიენტებისთვის ავტომობილებს მესამე სივრცედ, თავშესაფრად გადავაქცევთ“.

Lincoln-ი არ საუბრობს ისეთ სპეციფიკებზე, როგორებიცაა- სიმძლავრე და დიაპაზონი.

Gallery: Lincoln Star

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Lincoln Star

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]