კონცეპტი L100 როგორც მომავალი Lincoln-ების გზამკვლევი, ასევე ბრენდის ტრადიციის გამგრძელებელი იქნება.

ლინკოლნმა Pebble Beach Concours d’Elegance – ისთვის სრულად ავტონომიური ელექტრო კონცეფცია მოამზადა. მოდელს L100 კომპანიის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ეწოდა.

დეტალებს შორის დაშორებების გარეშე აეროდინამიკური კორპუსი, გადასახსნელი სახურავი, სალონში საჭისა და პედლების არარსებობა – მოდელს ნამდვილად სძენს მომავლის ავტომობილის იერს.

Lincoln-მა ახალი ავტონომიური ელექტრომობილი L100 წარადგინა
მანქანას კორპუსზე ე.წ “ზაზორები” თითქმის არ გააჩნია

დიზაინერების შთაგონების წყაროდ 1922 წლის Lincoln Model L იქცა, ის ბრენდის Ford-თან შერწყმის შემდეგ შეიქმნა და იმ დროისთვის ნამდვილი ინჟინერული გარღვევა იყო.

სახურავი, უკანა საქარე მინასთან ერთად, მთლიანად შუშისაა, ხოლო კარები მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ იხსნება. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, სენსორებისა და GPS-ის გამოყენებით აკონტროლებს სალონში ადამიანის მოძრაობას.

Lincoln-მა ახალი ავტონომიური ელექტრომობილი L100 წარადგინა
L100-ის სახურავი მთლიანად შუშისაა

Led სიგნალები, იგივე მისასალმებელი “სიმფონია” (როგორც მას ლინკოლნში უწოდებენ), მანქანასთან მგზავრის მიახლოებისას ირთვება და შიგნითაც მიჰყვება. განათება ავტომობილში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, ის ასევე განსაზღვრავს ელემენტების მდგომარეობასაც. იატაკზე დამონტაჟებულია გიგანტური ციფრული პანელი, აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ “შოუქარის” ინტერიერი მხოლოდ ეკო-მასალებით არის აწყობილი.

„ჩვენ ისტორიის განსაკუთრებულ ეტაპს გავდივართ. უკანასკნელი 100 წლის მანძილზე Lincoln-მა მრავალ ინოვაციას დაუდო სათავე და გადალახა დიზაინის საზღვრები. ამ ყველაფრის შედეგად უამრავ ადამიანს უყვარს ჩვენი ბრენდი ისეთი, როგორიც არის დღეს“, – ჯოი ფალოტიკო, Lincoln-ის პრეზიდენტი.

ავტონომიურ ელექტრომობილს არ აქვს საჭე და პედლები. მანქანის ერთადერთი საკონტროლო ელემენტი ძვირფასი ქვებით მოჭედილი ბროლის ფიგურაა. უკანა რიგში მგზავრებთან მოხერხებული კომუნიკაციისთვის, წინა სავარძლებს საზურგეები ეხსნება.

Lincoln-მა ახალი ავტონომიური ელექტრომობილი L100 წარადგინა
ელექტრომობილს სალონში არ აქვს საჭე და პედლები

იქიდან გამომდინარე, რომ მოდელი ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, ლინკოლნი ძრავის დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა აღნიშნულია, რომ L100 სრულიად განსხვავებულ, ახალი თაობის ბატარეებს იყენებს, რომლებიც, როგორც Lincoln-ში ამბობენ „შეცვლის თამაშის წესებს“.

კონცეპტუალური მოდელი – Lincoln L100

ამერიკულ ფლაგმანს დიდი გეგმები აქვს, ამ გაზაფხულზე მან მომავლის ქროსოვერი Star წარმოადგინა – 2026 წლისთვის კი ლინკოლნი ხუთი ელექტრო მანქანის გამოშვებას აპირებს, რომელიც ჩაანაცვლებს ბრენდის ზოგიერთ ამჟამინდელ მოდელს და კონკურენციას გაუწევს Cadillac-ს.

Lincoln L100

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2022 წლის მონტერეის აუქციონებზე გაყიდული 5 ყველაზე ძვირადღირებული მანქანა
შემდეგი სტატიაAudi ფორმულა 1-ს 2026 წლიდან შეუერთდება
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში