2022 Range Rover- ახალ ვერსიას გლუვი დიზაინი და ე.წ „All-Wheel Steering“ სისტემა ექნება

Land Rover-ი 2022 წლის Range Rover-ს, მეხუთე თაობის ძვირადღირებულ SUV-ს გამოუშვებს. ახალ მოდელს სახასიათო დიზაინი, რომელიც Range Rover-ის უნიკალური დნმ-ის განუყოფელი ნაწილია, უფრო გლუვი შტრიხებით აქვს წარმოდგენილი, ეს დეტალი კი პრემიუმ ავტომობილს თანამედროვე იერს სძენს.

გარდა ამ ცვლილებისა, ლენდ როვერი აქცენტს უახლეს ტექნოლოგიაზე აკეთებს.

ტრადიციული გარეგნობა შეცვლილი ასპექტებით

ახალ Range Rover-ს Land Rover-ის MLA-Flex პლატფორმა აქვს. მყიდველებს შეუძლიათ მოკლე და გრძელი ბორბლიანი ბაზა აირჩიონ. მოწყობის დონისა და მყიდველის სურვილის გათვალისწინებით შესაძლებელია ოთხი, ხუთი ან შვიდ-ადგილიანი კონფიგურაცია მიიღონ.

როგორც უკვე აღვნიშნე ახალ Range Rover-ს ტრადიციული გარეგნობა ექნება. შეიცვალა რამდენიმე ელემენტარული ასპექტი. კარებს უფრო გლუვი, მომრგვალებული კიდეები აქვს, ისინი მინას კომპოზიციურად ერწყმიან.

ავტომობილს ადაპტაციური კრუიზ კონტროლი და საჭის დამხმარე საშუალებები აქვს. ახალ Range Rover-ს ე.წ „All-Wheel Steering“ სისტემა აქვს, მისი მეშვეობით უკანა ბორბლები, ავტომობილის მანევრის გასაუმჯობესებლად, 7.3 გრადუსამდე ელექტრულად ბრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა შემობრუნების წრეს 11 მეტრზე ნაკლებს ხდის.

ძრავის “უამრავი” ვარიაცა

2022 Range Rover

ევროპაში, მყიდველებს ძრავის „უამრავი“ ვარიაცია აქვთ შეთავაზებული, მათს შორის-ორი დანამატი ჰიბრიდი, სამი გაზზე მომუშავე და 3 დიზელზე მომუშავე ვარიანტი. ამერიკაში მხოლოდ 2 ვარიანტი აქვთ.

დანამატი ჰიბრიდული P440e 434 ცხენის ძალით 2023 წლიდან დაემატება ამერიკის საავტომობილო ბაზარს, ხოლო სრულად ელექტრო ვარიანტის გამოსვლა 2024 წლისთვის იგეგმება.

ევროპაში, PHEV ვარიანტები 3.0-ლიტრიან ექვს ძრავს და 38.2 კილოვატ-საათიან ლითიუმ-იონურ ბატარეას აერთიანებენ. 141 ცხენის ძალის ელექტროძრავი გადაცემათა კოლოფთანაა ინტეგრირებული.

P510e PHEV ვარიანტს 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარება 5.6 წამში შეუძლია. ელექტრო ძრავის დიაპაზონი 100 კმ-ის ტოლია.

დახვეწილი, ფუნქციონალური და ტექნიკურად მრავალფეროვანი სალონი

რაც შეეხება ინტერიერს, იქ წარმოდგენილია 13.7-ინჩიანი ციფრული მონიტორი. ცენტრალურ „დაფას“ 13.1-ინჩიანი სენსორული საინფორმაციო-გასართობი ეკრანი აქვს.

უკანა სავარძლის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 11.4-ინჩიანი, წინა სავარძლებზე მიმაგრებული გასართობი დისპლეით.

მორთულობის ვარიაციები

მდიდრული SUV გვხვდება 4 ტიპის მორთულობით- SE, HSE, Autobiography და SV. (ასევე არსებობს Autobiography-ს First Edition ვერსიაც).

მორთულობის საუკეთესო დონედ SV ვერსია ითვლება. ის ხელმისაწვდომი იქნება მოკლე და გრძელი ბორბლიანი ბაზით.

მას დიზაინის რამდენიმე თემატიკა ექნება- მათ შორის SV Serenity, SV Intrepid და ოთხადგილიანი SV Signature Suite.

ვინ იქნება შემდეგი Range Rover-ის ოჯახიდან?

Evoque: ამჟამინდელი Evoque 2019 წელს გამოვიდა, ის 2024 წლამდე არ შეიცვლება. 2024 წლის შემდეგ კი ის ახალ EV-ზე ორიენტირებულ EMA პლატფორმაზე გადავა, იგივე ბედი ელის Land Rover Discovery Sport-საც.

Range Rover Sport: Land Rover-ს ჯერ არ განუმარტავს თუ როდის გამოვა ახალი Range Rover Sport-ი.

აღსანიშნავია რომ SVR ვერსიის პროტოტიპი ცოტა ხნის წინ ტრეკის ტესტირებაზე დაფიქსირდა, მის სახურავს უფრო უხეში ხაზები და „მკაცრი“ 4 გამონაბოლქვი აქვს, რაც მის უფრო მეტად გამოკვეთილ სპორტულ იერსახეს უსვამს ხაზს. კვლავ გაურკვეველი რჩება Range Rover Sport-ის ელექტრიფიკაციის გეგმები.

რაც შეეხება ღირებულებას- ბორბლების მოკლებაზიანი ვარიანტის ღირებულება 94,400 გირვანქა სტერლინგიდან იწყება, გრძელბაზიანის კი-120,000 გირვანქა სტერლინგიდან.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

2022 Range Rover

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]