Land Rover-მა 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალი, შეზღუდული გამოშვების მწვანე Defender-ი წარადგინა

Land Rover Defender-ი მომავალ წელს 75 წლის გახდება და ბრიტანულ ბრენდს სურს ამ საერთო მხიარულებას ჩვენც შევუერთდეთ. საიუბილეო მოდელი ექსკლუზიურ ფერს და პრემიუმ განახლებას მიიღებს.

ლენდ როვერმა ახლახან თავისი საყვარელი 4×4-ისთვის პეციალური საიუბილეო შეფუთვა წარადგინა.

75-ე შეზღუდული გამოცემა ორკარიან Defender 90-სა და ოთხკარიან 110-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

Defender-ის ისტორია 1948 წლიდან იწყება. თუმცა მისი ამჟამინდელი სახელწოდებით უკვე 1983 წლიდან ხდება ცნობილი.

დეფენდერმა უგზოობის მანქანებისთვის გარკვეული სტანდარტი შექმნა. უახლესმა ვერსიამ, მეხუთე თაობის L663-მა კი თავისი უპირატესობებით ავტომობილის ავტორიტეტი კიდევ უფრო გააძლიერა.

75-ე შეზღუდული გამოცემა ამჟამინდელ Defender HSE-ზეა დაფუძნებული. 90-იც და 110-იც მხოლოდ ერთ ფერში Grasmere Green-შია წარმოდგენილი.

ეს ელფერი Defender-ზე არასდროს ყოფილა ხელმისწავდომი. ფერი მხოლოდ კორპუსს არ მოიცავს, ის მის ბორბლებზე, სალონზე და კარების პანელებზეც ვრცელდება.

უკანა კარზე საიუბილეო ემბლემა „75“-ია გრავირებული.  მანქანის დანარჩენი ასპექტები, ძირითადად, ხელუხლებელი დარჩა.

ამ ვარიანტის ამერიკულ ვერსიაში 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული P400 Ingenium ძრავია წარმოდგენილი. ძრავი ძალას ოთხიცე ბორბალზე აგზავნის.

ძრავი მსუბუქი ჰიბრიდული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების (MHEV) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. 

„ქარხანა“ 395 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯიპს რამდენიმე პრემიუმ უპირატესობაც აქვს- მატრიქსის LED ფარები, 11.4-ინჩიანი PiviPro საინფორმაციო გასართობი სისტემა და სხვ.

ახალ დეფენდერზე, მისი გამოჩენის დღიდანვე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია- სტიუარტ ფრიტი Defender-ის პროდუქტის მთავარი ინჟინერი.

„ეს ახალი, შეზღუდული გამოცემა, თავისი ფერებით და ტექნოლოგიით გასული 75 წლის სულისკვეთებას და ინოვაციურ ტექნოლოგიას აერთიანებს.“.

ჯერ-ჯერობით არ ვიცით რამდენ ეგზემპლარად გამოუშვებენ ახალ დეფენდერს. რაც შეეხება ღირებულებას- ორკარიანი და ოთხკარიანი მოდელების საწყისი ღირებულება $90,000 და $93,000 დოლარიდან დაიწყება.

Land Rover Defender

Land Rover Defender

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFerrari Purosangue vs. Lamborghini Urus: მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკური “ჯიპების” შედარება
შემდეგი სტატიაელექტრო Ram Revolution-ის კონცეფციის დებიუტი ნოემბერში გაიმართება