Land Rover Defender კაბრიოლეტის მხოლოდ 5 ერთეულია ხელმისაწვდომი, თუმცა, „საავტომობილო ტრეპანაციის“ ავტორი თავად Land Rover-ი არ არის

რბილი, კონვერტირებადი სახურავის მქონე Land Rover Defender-ის იდეა 2019 წელს, ანუ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამავე წელს მისი ახალი ვერსია გამოვიდა.

ალბათ, უგზოობის მოყვარულთათვის ღია ცის ქვეშ თავისი „ოფფ-როუდერით“ მოგზაურობა მიმზიდველი გამოცდილება და ადრენალინის გამოსათავისუფლებლად საუკეთესო აქტივობა იქნება.

ამერიკული კოლეგების, Jeep Wrangler-ისა და Ford Bronco-ს მსგავსად Defender-ის კაბრიოლეტ ვერსიით წარმოებაც საინტერესო გამოწვევა იქნება.

ბრიტანული ხარისხის მოყვარულებს Defender-ის კაბრიოლეტ ვერსიის შეკვეთა შეუძლიათ, თუმცა, შემოთავაზება თავად Land Rover-ისგან არ არის.

Heritage Customs-მა, ნიდერლანდურმა ავტომშენებელმა ფირმამ Defender-ის კაბრიოლეტ ვერსიაზე შეკვეთების მიღება დაიწყო. კონვერტირებადი ვერსია სამკარიან Defender 90-ზეა დაფუძნებული.

2021 წლის დეკემბერში გამოშვებულ Land Rover Defender Convertible-ს ზემოხსენებულმა ფირმამ Valiance უწოდა.

Gallery: Valiance Convertible

თავდაპირველად ჯიპი მხოლოდ 5 ეგზემპლარად დამზადდება. არჩევანი 3 თემასა და ფერების კომბინაციებს შორის იქნება-( Cote d’Azur, Solihull Sand და Kokkini Paralia)

Solihull Sand- ვარიანტი, რომელსაც სურათებზე ხედავთ ინგლისური სოფლებითაა შთაგონებული. კორპუსი ღია მწვანეა, ბამპერი-ნაცრისფერი. ზედა რბილი კონვერტირებადი სახურავი კი ქვიშისფერი.

ჯიპს 20-ინჩიანი, თეთრი ფერის “Space Cowboy” ბორბლების ნაკრები აქვს. ინტერიერში სპილენძის აქცენტები ჭარბობს, საჭე და სავარძლები კლასიკურია, მიზანი ორიგინალ დეფენდერთან ნოსტალგიური მიზიდულობის შენარჩუნებაა.

მიმზიდველი შემოთავაზება საკმაოდ ძვირი ღირს. მხოლოდ კონვერტაცია, დონორი Defender 90-ის ფასის გამოკლებით- მიმდინარე კურსის გათვალისწინებით, დაახლოებით 91,754 აშშ დოლარი ღირს.

საბოლოო ფასი კი თავად Defender 90-ის ღირებულების გათვალისწინებით, დაახლოებით 150,000 აშშ დოლარი იქნება.

ცვლილებები, როგორც თავად ნიდერლანდური კომპანია აღნიშნავს, ავტომობილის შესაძლებლობაზე გავლენას არ იქონიებს. ასე რომ ჯიპი კვლავაც 518 ცხენის ძალის მქონე V8 ძრავით იქნება შემოთავაზებული.

ხუთი ერთეული Valiance Defender Convertible-ის წარმოება ამ წლის ბოლოს დაიწყება.

Land Rover Defender

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLincoln Star-მომავლის კონცეფცია
შემდეგი სტატიასრულად ელექტრო და ელექტრიფიცირებული Chevrolet Corvette 2023 წლიდან გამოვა