Lamborghini 2022 წლის პირველი კვარტლის წარმატებულ შედეგებზე საუბრობს, გაყიდვებმა 16 წლის მანძილზე რეალიზებული Countach-ის ჯამურ ციფრსაც გადაუსწრო

Lamborghini 2022 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ავტომობილების ციფრს აქვეყნებს. ეს სამი თვე, გაყიდვების თვალსაზრისით, ავტომწარმოებლის ისტორიაში, საუკეთესოა.

გავრცელებული ინფორმაციით, Sant’Agata Bolognese-ში დაფუძნებულმა მარკამ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 2,539 ერთეული მანქანა გაყიდა.

ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე 5%-ით მეტია, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელს- 31%-ით აღემატება.

აღსანიშნავია რომ ლამბორგინიმ თავისი ყველა დროის რეკორდი 2021 წელს დააფიქსირა, ამ წელს ავტომწარმოებელმა 8,405 ერთეული მანქანა გაყიდა.

პირველი კვარტლის რეკორდული მაჩვენებელი Lamborghini Countach-ის მთელი 16 წლის გაყიდვებსაც კი აჭარბებს.

იტალიურმა ბრენდმა 1974 წლიდან- 1990 წლამდე, თითქმის, 2000 ერთეული Countach-ი შექმნა.

„2022 წელი მტკიცედ და წარმატებულად დავიწყეთ, ჩვენ გლობალური მასშტაბის ახალ გამოწვევებს ველოდებით. მიუხედავად გეოპოლიტიკური სიტუაციით გამოწვეული გაურკვევლობისა, რომელიც არა მხოლოდ ღრმად შემაშფოთებელია, არამედ პროგნოზის საშუალებასაც არ იძლევა, ჩვენს მიმართ მსოფლი მიზიდულობა იზრდება. მიღებული შეკვეთები ჩვენს გამომუშავებას აჭარბებს. ლამბორგინი ახალი, ისტორიული, ელექტრიფიკაციის ეტაპისთვისაც ემზადება, 2023 წლისთვის საზოგადოება ახალ V12 ჰიბრიდულ მოდელს იხილავს“- თქვა Automobili Lamborghini-ს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ვინკელმანმა.

გასაკვირი არ არის, რომ 2022 წლის პირველი კვარტალის გაყიდვების ნახევარი Urus-ის ჯიპზე მოვიდა. ავტომწარმოებელმა გამოშვების დღიდან (2017) Urus-ის, დაახლოებით, 16 000 ერთეული გაყიდა.

მეორე ნახევარს კი Aventador-ი და Huracan-ი ინაწილებენ.

პირველი კვარტლის გაყიდვები რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა- (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა- 40%) ამერიკა-32%, აზიის წყნარიოკეანეთი-28%.

თითქმის ყველა ბაზარზე ზრდა შეინიშნებოდა, გამონაკლისი იყო რუსეთი, იქ კომპანიამ მიმდინარე კონფლიქტის ფონზე  მუშაობა შეაჩერა.

Gallery: Lamborghini-ს 2022 წლის პირველი კვარტლის გაყიდვები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Lamborghini

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]