სუპერ ჯიპი Lamborghini Urus-ი გამოსვლის დღიდან ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მოდელად იქცა
გასული წლის 20 ივლისს Lamborghini-მ Sant’Agata Bolognese-ს ქარხნიდან Urus-ის მე-15 000 ერთეული გამოუშვა.
11 თვის შემდეგ, სწრაფი ნაბიჯით, სუპერ ჯიპის მე-20 000 ეგზემპლარი შეიქმნა.
ფერი-Viola Mithras, პანორამული სახურავი და შავი სამუხრუჭე ხუნდები. შთამბეჭდავი ჯიპი აზერბაიჯანში, თავის კანონიერ მფლობელთან მიემართება.
ლამბორგინის 20 000 ერთეულის დასამზადებლად მხოლოდ 4 წელი დასჭირდა.
ურუსი კომპანიის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელი უმოკლეს დროში საკმაოდ მარტივად გახდა.
იტალიურმა ბრენდმა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიწოდება გააორმაგა, საჭირო გახდა დამატებითი მუშახელის მოძიება, კომპანიამ ურუსზე სამუშაოდ 500-ზე მეტი ახალი კადრი აიყვანა, გაფართოვდა ქარხანაც.
ლამბორგინი ურუსის ექსტერიერის ტოპ 5 მოთხოვნად და ყველაზე სასურველ ფერსაც ასახელებს-Grigio Telesto, Blu Cepheus, Viola Pasifae, Nero Noctis Matt და Arancio Borealis.
რაც შეეხება მახასიათებლებს, ქროსოვერის ტყუპი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 850 ნმ-ს უტოლდება.
Urus-ის ელექტრო მომავალი
ურუსის გაუმჯობესებულ “Evo” ვერსიას, სავარაუდოდ აგვისტოში, Pebble Beach-ზე წარადგენენ.
ბრენდმა ახლახან სრულად ელექტრო ვერსიის გამოსვლაც დაადასტურა, მაგრამ ელექტრო ურუსს, დიდი ალბათობით, ათწლეულის ბოლომდე ვერ ვნახავთ.
რაც შეეხება plug-in hybrid ვერსიას მასზე ჭორები უკვე დიდი ხანია დადის. ამბობენ, რომ ჰიბრიდული ვერსია, დაახლოებით 820 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს.
ლამბორგინის დიზაინერმა განაცხადა, რომ ელექტრო ძრავებზე გადასვლა შეუქცევადი და აუცილებელი პროცესია.