Lamborghini 2022 წელს 4 ახალი პროდუქტის წარდგენას გეგმავს, ავტომწარმოებელი ჰიბრიდული ნაბიჯებისთვის ემზადება

Lamborghini-მ 2021 წელს გაყიდვების რეკორდი დაამყარა, წარმატების, თითქმის, 60% Urus-ის ჯიპზე მოდის.

ბრენდს გაყიდვების ტემპის შენარჩუნება და მეტიც, მისი გაზრდა სურს და ამიტომ, 2022 წლისთვის დიდი და საინტერესო გეგმები აქვს.

წინა წლის გაყიდვების ანგარიშში ერთ-ერთ კომპონენტად 2022 წლის გაყიდვების გეგმები იყო განხილული.

გეგმა 12 თვიან ციკლს და ამ 12 თვეში 4 ახალი ავტომობილის წარდგენას ითვალისწინებს. სიახლეების გამოვლენის ზუსტი დრო ლამბორგინის არ დაუსახელებია.

„2022 წელს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ  მიღწეული წარმატება გავამყაროთ და 2023 წლისვის მომავალი ჰიბრიდული „ეპოქისთვის“ მოვემზადოთ.“ სტეფან ვინკელმანი Lamborghini-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ვინკელმანის სიტყვები პირდაპირ მიგვანიშნებს ბრენდის დიდებულ გეგმებზე და ახალი ეტაპის  დასაწყისზე, თუმცა, როგორი სახის იქნება ეს ცვლილება, ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება.

ლამბორგინის 2024 წლისთვისაც დიდებული გეგმები აქვს, ეს ცვლილებები ელექტრულ ხაზზე გადის, როგორც ჩანს, სწორედ ამ მომავლის წინასაწარი „ბიძგების“ დანახვას შევძლებთ 2022-ში.

ასევე ცნობილია, რომ სრულად ელექტრო მოდელს 2025 წლის შემდეგ ვიხილავთ.

იმედია, დაგეგმილ/დაანონსებული ცვლილებები, ელექტრიფიცირების ამ შეუქცევად პროცესს დააჩქარებენ და ელექტრულ ლამბორგინს ზემოაღნიშნულ დროზე ადრე ვიხილავთ.

მოგეხსენებათ Aventador-ი 10 წელზე მეტისაა, მას არც Huracan-ი ჩამორჩება. Aventador-ის „ჩამანაცვლებლის“ ტესტირება უკვე ვიხილეთ. გასულ ივლისს კი კომპანიამ ბოლო Aventador მოდელი წარადგინა.

Lamborghini-მ გასულ წელს Huracan-ის ხაზიც განაახლა. როგორც უკვე აღვნიშნე ზუსტი მინიშნებები არ გვაქვს, და სანამ თავად ავტომწარმოებელი გაგვიმხეს ამ მისტიკურ საიდუმლოს, იქამდე ვარაუდების და „ჭორების“ იმედად ვრჩებით.

საუბრობენ, რომ 4 ახალი პროდუქტიდან ერთ-ერთი სწორედ ეს ახალი ავენტადორის „ჩანაცვლება“ იქნება. ასევე ერთ-ერთი შესაძლოა ურუსის განახლებაც იყოს.

როგორც ჩანს 2022 წელი სიახლეების და დებიუტების ხარჯზე, მართლაც შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იქნება.

Gallery: Lamborghini Aventador LP 780-4 Ultimae

Lamborghini 2022

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია10 საუკეთესო ავტომობილი, რომლებსაც 2022 წელს ვიხილავთ
შემდეგი სტატია2022 წლის Ford Ranger Splash შეზღუდული გამოცემის ფერთა სპექტრი