ავტომწარმოებელმა გამოშვების დღიდან Urus-ის, დაახლოებით, 16 000 ერთეული გაყიდა

Lamborghini Urus-ის დებიუტი 2017 წლის 4 დეკემბერს, იტალიური ბრენდის სათაო ოფისში Sant’Agata Bolognese-ში იტალიაში შედგა.

გამოსვლიდან 4 წლის თავზე იუბილესთან ერთად ავტომწარმოებელი ქროსოვერის გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს და უზარმაზარ წარმატებას ზეიმობს.

Urus-ის 4 წლის იუბილე

Lamborghini Urus-ის 4 წლის იუბილეს კომპანია გაყიდვების რეკორდული რაოდენობის ფონზე აღნიშნავს
Lamborghini-მ 2018 წლიდან 2021 წლის ბოლომდე, მთელს მსოფლიოში Urus-ის 16 000 ერთეული გაყიდა.

Lamborghini-მ 2018 წლიდან 2021 წლის ბოლომდე, მთელს მსოფლიოში Urus-ის 16 000 ერთეული გაყიდა.

ეს შედეგი „ლამბოს“ პროდუქტისთვის 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში საუკეთესოა. კომპანიის ცნობით, მყიდველების 85% ბრენდის ახალი მომხმარებელია.

Lamborghini-ს ბიზნესმა პიკს 2019 წლის დასაწყისში მიაღწია, კომპანიამ ამ პერიოდში მომხმარებლებს  8205 მანქანა მიაწოდა, ეს რიცხვი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით მეტია. ამავე წელს დაფიქსირდა რეკორდული წლიური ბრუნვა- 1,81 მილიარდი ევრო.

2021 წლის იანვრიდან სექტემბრამდე Lambo-მ მთელს მსოფლიოში 6 902 ერთეული გაყიდა, ეს რიცხვებინ 2020 წლის ანალოგიური პერიოდის გაყიდვებზე 23%-ით მეტია. ხოლო 2019 წლის პერიოდზე 6%-ით მეტი.

ამ მოცულობიდან 4085 მოდელი Urus-ზე მოდის, 2136 ერთეული Huracan-ზე, ხოლო რაც შეეხება Aventador-ს მან 681 ადამიანი გააბედნიერა.

დამატებითი სივრცე+დამატებითი სამუშაო ადგილი

Urus-ის წარმოებისთვის ლამბორგინიმ თავისი საწარმოო ფართობი სანტა-აგატა ბოლონეზეში 80,000-დან 160,000 კვადრატულ მეტრამდე (19,77 ჰექტრიდან 39,54 ჰექტრამდე) გაზარდა. კომპანიამ 4 წელიწადში 700 ახალი თანამშრომელი დაიმატა.

“ჯაშუშურად” შენიღბული

Lamborghini Urus-ის 4 წლის იუბილეს კომპანია გაყიდვების რეკორდული რაოდენობის ფონზე აღნიშნავს
გავრცელებული ინფორმაციით ეს ქროსოვერის განახლებული Evo ვერსია უნდა იყოს

გავრცელებული ჯაშუშური კადრები ცხადყოფს, რომ Lamborghini Urus-ის შენიღბულ მაგალითებს ამოწმებს, გავრცელებული ინფორმაციით ეს ქროსოვერის განახლებული Evo ვერსია უნდა იყოს.

ჯერ სპეციფიკაზე არაფერია ცნობილი, თუმცა, ინტერიერიც ცოტა განსხვავებულად უნდა გამოიყურებოდეს.

ელექტროგადამცემი სისტემის მოსალოდნელი გაუმჯობესებები არსებული 4.0-ლიტრიანი Twin-turbo V8-სთვის დამატებით სიმძლავრეს უზრუნველყოფს.

ასევე არსებობს ჭორები დანამატის ჰიბრიდული ვარიანტის შესახებაც, რომლის სიმძლავრეც, დაახლოებით, 820 ცხენის ძალა უნდა იყოს.

განახლებული Urus-ის დებიუტი 2022 წელს უნდა შედგეს და ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ ბაზარზე გაყიდვაშიც ამავე წლის ბოლომდე ჩაეშვება.

Gallery: Lamborghini Urus

Urus

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაილონ მასკის თქმით Tesla Cybertruck-ის საწყისი მოდელი ოთხძრავიანი იქნება
შემდეგი სტატიაცნობილი ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენლად სწრაფ ავტომობილებს მართავენ