Tesla model s-ის საკუთარი ვერსიის შექმნას გადაწყვეტენ? ეს იქნება Lamborghini Navetta Volante- ტესლას „რიმეიქი“ იტალიურად
რას მივიღებთ, როდესაც იტალიელები„კვანტური ფილოსოფიის“ შედეგად, მაშინ, როდესაც Urus-ი შეხვდა Model-S-სს, შეიქმნა უნიკალური Navetta Volante. ეს არის Lamborghini-ს მძვინვარე სპორტული მანქანებისა და მაღალი დონის სედანის „კომპოზიციური შერწყმა“.
Lamborghini-ს მძვინვარე სპორტული მანქანებისა და მაღალი დონის სედანის „კომპოზიციური შერწყმა“.

ეგზოტიკური კონცეფციის „ფუძემდებელი“ საავტომობილო დიზაინერი ჯამილ აჰმედია. ჯამილის Lamborghini-სადმი სიყვარული მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად ნახა Diablo.
Navetta Volante, რომელიც ითარგმნება როგორც „მფრინავი რაკეტა“ 2+2 დიზაინითაა წარმოდგენილი.( სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც- shuttle) დიზაინში იგრძნობა Urus-ის გავლენა, მაგრამ ჯამალი მის რეალურ შთაგონებად, ნაკლებად ცნობილ, 2008 წლის Lamborghini Estoque-ს ასახელებს.
2008 წლის Estoque, ავტომწარმოებლის ისტორიაში, მართლაც რაღაც ახალი იყო. Lamborghini-ს სახასიათო, 2-კარიანი სპორტული ავტომობილებისგან განსხვავებით „ესტოკი“ საზოგადოებას, პირველ 4-კარიან თანამედროვე ლამბორგინად მოევლინა.
ავტომობილის წარმოება ვერ შედგა, მაგრამ კომპანიის თავმჯდომარემ, სტეფან ვინკელმანმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ არ გამორიცხავდნენ 4-კარიანი ლამბორგინის შექმნას და ასეც მოხდა, 10 წლის შემდეგ ავტომწარმოებელმა Urus-ის 4-კარიანი ჯიპის კონცეფცია წარადგინა, რომლის მიზანიც ლამბორგინის ხაზის გამრავალფეროვნება იყო.
Estoque-ის სუპერ მანქანის პროპორციების და Urus-ის დიზაინის უნიკალური ენის ტანდემი

ჯამილის ნავეტა ვოლანტეს კონცეფცია ესტოკისა და ურუსის გზაგასაყარზე მდებარეობს. Estoque-ის სუპერქარის პროპორციები, Urus-ის დიზაინის უნიკალურ ენას ერწყმის.
ჯამილის კონცეფციაში აშკარად იკვეთება Estoque-ის „ხელიდანგაშვებული“ შესაძლებლობა, შეექმნათ ქუჩისთვის შესაფერისი ავტომობილი. Navetta Volante ესტოკის თანამედროვე, „აქ და ახლა“ კონცეფციას წარმოადგენს.
დიზაინერი ავტომობილს Plug-In Hybrid ტრანსმისიით ხედავს და მას სხვა ჰიბრიდულ ავტომობილებს უპირისპირებს. საბოლოოდ კი მისი მიზანი, საკუთარი, უნიკალური Model S-ის, შექმნაა.
ჯამილის აზრით, ჩვენ უკვე შევაბიჯეთ ელექტრიფიცირების ეპოქაში და ამბობს, რომ ადრე თუ გვიან Lamborghini-საც მოუწევს შიდა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავში რეინკარნაცია.
დიზაინერი თვლის, რომ Navetta Volante, თავისი პრაქტიკული ხასიათის გამო, ამ ტრანსფორმაციისთვის უნიკალური პლატფორმაა.
ჰიბრიდული ვერსია და დატენვის 2 პორტი

როგორც უკვე აღვნიშნე ავტომობილი ჰიბრიდულ ძრავზე იმუშავებს. მას ექნება დატენვის ორი პორტი, ავტომობილის ორივე მხარეს, უკანა ხედვის სარკეების ქვეშ და ეს საკმაოდ მოსახერხებელი იქნება (ელექტრული წყაროს ადგილმდებარეობასთან მიმართებით).
ექვსკუთხა სამუხრუჭეები

ესტოკისა და ურუსისგან განსხვავებით, ვოლანტეს უკანა სამუხრუჭე შუქები სამი ექვსკუთხა ნათების სახითაა წარმოდგენილი. ავტომობილის კვადრატული ფორმები ლამბორგინის უნიკალური დნმ-ის ენას იმეორებს.
“გადამზიდი”

ჯამილ აჰმედის კონცეფცია რამდენიმე ვარიაციადაა წარმოდგენილი, ავტომობილს აქვს ლუქიც და თავზე ბარგის გადამზიდიც. ამ დეტალებით დიზაინერმა ხაზი გაუსვა Navetta Volante-ს სპეციფიკას, როგორც ქუჩის, გზების და გზატკეცილების ავტომობილს.