Lamborghini და Ferrari რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტენ. ავტომწარმოებლები უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ

უკრაინაში კრიზისი გრძელდება… სუპერმანქანების ორი უმსხვილესი მწარმოებელი უკრაინის დასახმარებელ მარათონში ერთვება და დაზარალებულებისთვის შემოწირულობას გაიღებს.

Ferrari და Lamborghini რუსეთთან ყველანაირ ბიზნეს ურთიერთობას წყვეტენ. Ferrari-მ დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გამოყო.

შემოწირულობა ლამბორგინიმაც გაიღო, თუმცა, კონკრეტული თანხა არ სახელდება. ავტომწარმოებელს არ დაუზუსტებია თუ რა ტიპის დახმარებას გაუწევს უკრაინას. როგორც ცნობილია ბრენდი თანხას გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) გადაუგზავნის.

სხვა დამატებითი დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა, ნათქვამია, რომ ორივე ავტომწარმოებელმა რუსთთან ბიზნეს ურთიერთობა შეაჩერა.

ლამბორგინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Automobili Lamborghini ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით და ვითარებას შეშფოთებით აკვირდება.

ავტომწარმოებელი იმედოვნებს, რომ საომარი მოქმედებები მალე დასრულება და ურთიერთობა დიპლომატიური გზებით მოგვარდება.

რუსეთ უკრაინის ომთან მიმართებით ავტომწარმოებლები მსგავს/იდენტურ განცხადებებს აკეთებენ: Volkswagen-ი, Porsche, Chevrolet-ი, Ford-ი, ავტოსამყაროს დიდი ნაწილი მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია.

Ferrari, შედარებით, გულწრფელი იყო. ის რუსეთში ბიზნესს და ავტომობილების წარმოებას შემდგომ გაფრთხილებამდე აჩერებს.

Ferrari უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისით დაზრალებულებს ეხმარება.

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სიტუაცია დროულად დასტაბილურდება. ამის პარალელურად ჩვენ არ შეგვიძლია ომით დაზარალებულების მიმართ გულგრილი ვიყოთ. ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ფიქრები მათკენაა მიმართული“- Ferrari-ს აღმასრულებელი დირექტორი ბენედეტო ვინია.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფერარი უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ჰუმანიტარულ პროექტებს, ასევე იტალიის რეგიონში ჩასულ ლტოლვილებს 1 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

Lamborghini Ferrari

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაJeep-მა თავისი პირველი სრულად ელექტრო ქროსოვერი წარადგინა
შემდეგი სტატიარუსეთ-უკრაინის ომი პანდემიაზე უარეს გავლენას მოახდენს საავტომობილო ინდუსტრიაზე-VW-ის ხელმძღვანელი