უხეში, უგზოობის სუპერმანქანა Huracán Sterrato Lamborghini-ის 2019 წელს გამოვლენილ კონცეფციას ეფუძნება

მინდა გითხრათ, რომ Urus-ი არ იქნება ერთადერთი Lamborghini, რომელიც საქალაქო გზიდან დიდხანს გადახვევას შეძლებს. სამშაბათს, Raging Bull-მა ლამბორგინის ყველგანმავალი სუპერმანქანის Huracan Sterrato-ს შესახებ ოფიციალური ვიდეო გამოაქვეყნა.

Huracan Sterrato

სრული სპეციფიკაციები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ვიდეოზე აღბეჭდილი მომხიბვლელი კადრები წინასწარი მიმოხილვაა იმის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ჰურაკან სტერატოს.

კლიპში უახლესი ჰურაკანი და მთის ველოსიპედია წარმოდგენილი, მოქმედება იტალიურ ვილაში მიმდინარეობს.

მოკლე ვიდეორგოლი გვიჩვენებს, რომ უხეშ, ორკარიან სუპერმანქანას ისეთ ადგილებში გადაადგილება შეუძლია, სადაც სტანდარტული სუპერმანქანები ვერასოდეს მოხვდებიან.

შთამბეჭდავი კადრები ავტომობილთან ერთად გვამოგზაურებენ და იმ ემოციებს და ვიზუალურ შთაბეჭდილებას გვიცოცხლებენ, რასაც კუპეს მძღოლი გრძნობს.

არსებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ Sterrato, შესაძლოა, Huracan-ის ბოლო ვერსია იყოს, თუ მართლაც ასეა, ავტომწარმოებელს საკმაოდ შთამბეჭდავი გამომშვიდობება ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო თიზერული ხასიათისაა, მასზე მომუშავე პროფესიონალი გუნდის დამსახურებით ის მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის თუ რას უნდა ველოდოთ ახალი მოდელისგან.

ვიდეოს დახმარებით Sterrato-ს სხეულის დეტალების გარკვევაა შესაძლებელი, მათ შორისაა დამცავი მოპირკეთება, ფართო ფარები, მართხკუთხა ნისლსაწინააღმდეგო ფარები და სხვ.

რა თქმა უნდა, მისი პლატფორმა ამაღლებულია, ეს კი სუპერმანქანას რთულ რელიეფზე გადაადგილების საშუალებას აძლევს.

Lamborghini-ს სტერატოს სიმძლავრეზე ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ ავტომობილიდან გამომავალი ხმის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ეს 5.2 ლიტრიანი V-10 უნდა იყოს.

Huracan Sterrato ერთ-ერთია სამი ახალი მოდელიდან, რომელსაც Lamborghini წლის ბოლომდე გამოუშვებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Huracan Sterrato

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]