Lamborghini Huracan-მა „ნელ მოქმედებებზე“ შეყვარებულ მხატვარს სისწრაფე შეაყვარა

ხანდახან, ავტომწარმოებლები, თავიანთი ავტომობილების სილამაზის ხაზგასასმელად მხატვრებთან თანამშრომლობენ, მსგავსი თანამშრომლობის ფარგლებში კი ხშირად, ხელოვნების ნიმუშები იქმნება.

როდესაც Lamborghini-მ იტალიელ მხატვარ პაოლო ტროილოსთან თანამშრომლობა დაიწყო, არტისტმა განაცხადა, რომ ამ პროექტმა, მისი ხედვა, სიჩქარესთან დაკავშირებით, ძირეულად შეცვალა.

„დრო… მე აღფრთოვანებული ვარ „ნელი მოქმედების“ იდეით, მე მას სიამოვნების, კულტურის, სილამაზისა და წარმატების გასაღებად ვთვლიდი, მაგრამ, ხშირად, მოულოდნელი შეხვედრები, გცვლიან“…

ახალგაზრდობიდანვე ნიჭიერ ილუსტრატორს ბავშვობაში ანესთეზიოლოგმა მამამ, სამედიცინო კონფერენციაზე წარსადგენი, პათანატომიის ილუსტრაციების შექმნა სთხოვა.

მრავალი წლის შემდეგ ტროილომ, თავისი კარიერა მხატვრობას დაუკავშირა, ფუნჯების არქონის გამო კი ხატვა ხელებით/თითებით დაიწყო.

Lamborghini Huracan-ი, ავტომობილი, რომელმაც მისი სიჩქარისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა, პაოლომ სწორედ თითებით მოხატა.

Lamborghini Huracan by Paolo Troilo

„Lamborghini Huracán EVO-ს დანახვამ და მისმა გამოცდამ დამარწმუნა, რომ ის თავის შთამბეჭდავ ენერგეტიკას აჩქარებით, სიჩქარით და იმპულსით გადმოსცემს“…

„მე გავიგონე ქარის ხმა, ვიგრძენი თუ როგორ ვიწროვდებოდა სივრცე, ვიგრძენი და სწორედ ეს ემოციები გამოვიყენე მუზად“…

კრისტიან მასტროს, Lamborghini-ს მარკეტინგის დირექტორის თქმით, მათი კომპანია მჭიდრო კავშირშია ხელოვნებასთან.

„როდესაც ჩვენი პროდუქტი, ტროილოსნაირი მხატვრის ემოციებს ერწყმის იქმნება რაღაც განსხვავებული და გამორჩეულად უნიკალური, ისეთი, როგორიცაა  „Minotauro“, ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ“-თქვა მან.

ჰურაკანი “Minotauro”  მილანის Le Bullona-ში 4-13 ნოემბერს, მხატვრის სხვა ნამუშევრებთან ერთად იქნება გამოფენილი.

GALLERY: Lamborghini Huracan „Minotauro“

Lamborghini Huracan

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაAlfa Romeo Quadrifoglio – ბრენდის ელექტრული მომავალი
შემდეგი სტატიაCitroën Ami- პოლიციის ყველაზე „ნელი“ ავტომობილი