Lamborghini-მ თავისი ყველგანმავალი სუპერმანქანის, Huracan Sterrato-ს ექსტერიერის დიზაინის ამსახველი ფოტოსურათები გამოავლინა

2022 წლის 14 ნოემბერი ისტორიაში შევა, როგორც ლამბორგინის ექსკლუზიურად ბენზინის ძრავზე მომუშავე ბოლო მოდელის გამოვლენის დღე.

30 ნოემბერს მაიამის არტ ბაზელზე საჯარო დებიუტამდე, Huracan Sterrato-ს ექსტერიერის დიზაინის ამსახველი ფოტოსურათები გამოვლინდა.

როგორც ვარაუდობდნენ, ის 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული კონცეფციის მსგავსია.

V10-ზე მომუშავე სუპერქარი წინა და უკანა ბორბლების თაღების დიზაინს ინარჩუნებს, წინა ბამპერზე ლედ განათებაა დამატებული.

კონცეფციის სახურავზე განთავსებული ნათურა გაუქმდა. უკანა მხარეს მჭიდრო სახურავი დაემატა. უკანა ბამპერის დიფუზორს ახალი კონფიგურაცია აქვს.

რა თქმა უნდა, სტერატოს კლირენსი სხვა სუპერმანქანებისგან განსხვავებული და მაღალია.

ლამბოგინიმ ახალი შავი დისკები დაამატა, რაც შეეხება საბურავებს ის Bridgestone Dueler-ის ყველგანმავალ შესაძლებლობებს იყენებს და ყველანაირ რელიეფთან გასამკლავებლად ემზადება.

ხაკისფერი საღებავი ჰურაკანის სიაში ახალია და ის სხეულის წითელ აქცენტებთანაა შერწყმული.

შეგნებულად არ შეღებეს ფარები, ამით სტერატოს ყველგანმავალ სპეციფიკას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს.

ტექნიკურ მახასიათებლებს თვის ბოლომდე უნდა ველოდოთ. 2023 წლიდან, Lamborghini-ის ყველა პროდუქტი გარკვეულწილად ელექტრიფიცირებული იქნება. ხოლო  2028 წლამდე, Sant’Agata Bolognese თავის პირველ EV-ს წარადგენს.

Lamborghini Huracan Sterrato

Lamborghini Huracan Sterrato

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაBugatti Mistral Roadster-ის მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ/სთ-ს გაუტოლდება
შემდეგი სტატიაRimac Nevera ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე სწრაფი EV-ია