ელექტრიფიკაციის მიუხედავად, Lamborghini-ს მომავალი სუპერმანქანები  ტრადიციულ, სახასიათო სტილს/დიზაინს შეინარჩუნებენ

ავტოინდუსტრიის ელექტრიფიკაცია მზარდი ტემპით მიიწევს წინ, ამ ელექტრულ ციებ-ცხელებას Lamborghini-ც უერთდება.

იტალიური ავტომწარმოებელი ადრე თუ გვიან (მაგრამ უფრო ადრე, ვიდრე გვიან) თავის შთამბეჭდავ ხაზს განაახლებს.

გეზი- უცვლელი

ლამბორგინის დიზაინის უფროსმა მიტია ბორკერტმა დაადასტურა, რომ დიზაინის მიმართულება არ იცვლება.

მილანის Monza-ს საავტომობილო შოუზე Autocar-თან საუბრისას ბორკერტმა თქვა, რომ Lamborghini მანქანების შექმნას კვლავ „ემოციური წარმადობით“ გააგრძელებენ.

„ელექტრიფიცირებული მანქანები კვლავ კოსმოსურ ხომალდებს დაემსგავსებიან და ნებისმიერი ტექნოლოგიით ემოციური კავშირის დამყარებას შეძლებენ“  – მიტია ბორკერტი

ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ლამბორგინის მომავალი ელექტრიფიცირებული სუპერმანქანები Sian FKP 37-ის მსგავს არაამქვეყნიურ სტილს შეინარჩუნებენ.

სუპერმანქანა Sian FKP 37 Lamborghini Terzo Millennio-ს 2017 წლის კონცეფციით იყო შთაგონებული.

სამომავლო გეგმები

ლამბორგინი წელს ბენზინზე მომუშავე ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. ბრენდის ხაზის სრული ჰიბრიდიზაცია 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.

პირველი სრულად ელექტრო ლამბორგინი 2028 წელს გამოვა. გავრცელებული ინფორმაციით მას ურუსების მეორე თაობაც მოჰყვება.

ბორკერტის თქმით ელექტრიფიკაციამ ავტომწარმოებლისთვის დიზაინის მიმართულებით გარკვეულ შესაძლებლობებს გაუხსნა გზა.

სანამ მომავალი ელექტრიფიცირებული ლამბორგინის დებიუტს ველოდებით ავტომწარმოებელმა ახლახან თავის სახელზე ახალი სასაქონლო ნიშანი Revuelto დაირეგისტრირა.

ეს შესაძლოა ბატარეაზე მომუშავე Lambo-ს სახელი იყოს, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

Gallery: Lamborghini Sian FKP 37

Lamborghini

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაToyota Land Cruiser-ით შთაგონებული EV კონცეფცია
შემდეგი სტატიადრიფტის მასტერსის ევროპის ჩემპიონატი 2022