Lamborghini-მ Urus-ის ელექტრო ვერსიის გამოსვლა საბოლოოდ დაადასტურა, თუმცა ჯიპი, სავარაუდოდ, ამ ათწლეულის ბოლომდე არ ჩამოვა

Lamborghini Urus-ი დღევანდელ საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული ჯიპია.

ზოგიერთი მომხმარებლისთვის, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის, იტალიური ავტომწარმოებელი უფრო მძლავრ ვერსიას ავითარებს, ჯიპის დებიუტი, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს იქნება.

რაც შეეხება ელექტრო ვერსიას ის, დიდი ალბათობით, ამ ათწლეულის ბოლომდე არ ჩამოვა.

Lamborghini-ის დიზაინერმა მიტია ბორკერტმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბრენდთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის იყო შეკითხვა Urus-ის ნულოვანი გამონაბოლქვის ვარიანტის შესახებ.

დიზაინერის პასუხი ორაზროვანი იყო.

“ადრე თუ გვიან Urus-ი იქნება ელექტრო… სიმართლე გითხრათ, მსოფლიოში არსებული რეგულაციები და ასევე სოციალური მიმღებლობა ამ ტენდენციისკენ მიდის. ვერ ვიტყვი რომ ელექტრო ჯიპი სწორედ ახლა, ახლო მომავალში გამოვა. როგორც იცით Urus-ის მემკვიდრის ელექტრიფიცირება მიმდინარეობს“

რა თქმა უნდა, ბორკერტის სიტყვების ზედმიწევნით გაშიფვრა არ შეგვიძლია, თუმცა, Sant’Agata Bolognese-ს აღმასრულებლები, თავიანთ რიგებში ელექტრო ურუსს ნამდვილად განიხილავენ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე ელექტრო ჯიპი, დიდი ალბათობით, 2028 წლამდე არ გამოვა.

რაც შეეხება Lamborghini-ს დანარჩენ ხაზს, ბორკერტმა დაადასტურა, რომ კომპანია შიდა წვის ძრავიანი მოდელების წარმოებას იქამდე გააგრძელებს, სადამდეც იურიდიული საზღვრები ეყოფა.

დიზაინერმა ისიც აღნიშნა, რომ ელექტრო ძრავებზე გადასვლა შეუქცევადი და აუცილებელი პროცესია.

„მე ვარ ადამიანი, რომელსაც შიდა წვის ძრავი უყვარს, თუმცა, ელექტროზე გადასვლის არ მეშინია.“

Gallery: Lamborghini Urus

Lamborghini Urus

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMercedes-Benz 300 SLR-მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა
შემდეგი სტატია2023 წლის Range Rover Sport-ი 4 ვერსიით გამოვა