ოღონდ, მართლა… Lamborghini Aventador-ის წარმოება დასრულდა, Sant’Agata-ს ქარხნიდან მოდელის ბოლო ერთეული გამოვიდა.

ყველაფერს აქვს დასასრული… 11,465 ერთეულის შექმნის შემდეგ Lamborghini-მ Aventador-ის წარმოება დაასრულა.

ბოლო მანქანა ultimae Roadster-ია. ლურჯი ელფერის მქონე განსაკუთრებული მოდელი ბრენდის Ad Personam-ის პერსონალიზაციის განყოფილებიდან.

ავტომობილი თავის მფლობელთან შვეიცარიაში გაიგზავნება.

ტექნიკურად ეს Aventador-ის წარმოების დასრულების მეორე შემთხვევაა. Ultimae-ს თხუთმეტი მაგალითი Volkswagen Group-ის იმ 4000 მანქანას შორის იყო, რომლებიც Felicity Ace-ის სატვირთო გემთან ერთად ჩაიძირა.

Aventador-ი Lamborghini-სთვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. კომპანიამ მისი იმაზე მეტი ერთეული გაყიდა, ვიდრე ყველა V12 მოდელი ერთად.

ფაქტობრივად, მოდელი Murcielago-ს სათავეში მოხვდა. მომხმარებელთა 85%-მა Ad Personam-ის მორთულობით ისარგებლა. ამის შედეგად გზებზე უნიკალური ფერის და მორთულობის მქონე 200-ზე მეტი ავტომობილი აღმოჩნდა.

Lamborghini-მ Aventador-ი 2011 წელს ჟენევის მოტორ შოუზე LP 700-4 კუპეს სახით წარადგინა.

მას 6.5-ლიტრიანი V12 ძრავი ჰქონდა. ძრავი 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ბრუნვის მომენტიც 690 ნიუტონ მეტრს უტოლდებოდა.

ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2,9 წამს ანდომებდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

მაშინ, როდესაც Sant’Agata-ს საწარმოო ხაზიდან Lamborghini Aventador LP780-4 Ultimae-ის ბოლო ერთეულები „გამოდიან“, ლამბორგინის ინჟინრები მომდევნო ფლაგმანურ ჰიპერმანქანაზე დაუღალავად მუშაობენ.

როგორც ცნობილია, ახალ ფლაგმანს დანამატი ჰიბრიდული V12 ძრავი ექნება.

ახალი მოდელის კარგად შენიღბული პროტოტიპი Sant’Agata Bolognese-ის ქარხნის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

გარეგნულად მანქანა ამჟამინდელ მოდელს ჰგავს, ფარები ოდნავ პატარა აქვს, კარები კი ჰორიზონტალური ზოლებითაა შეცვლილი.

ახალი მოდელის მთავარი აქცენტი სრულიად ახალი, შუაში დამონტაჟებული V12 ძრავი იქნება, რომელიც დანამატის ჰიბრიდულ კონფიგურაციასთან კომბინირებულად იმუშავებს.

ახალი მოდელი Miura-ს, Countach-ის, Diablo-ს, Murcielago-სა და Aventador-ის შემდეგ Lamborghini-ის მეექვსე, V12 ძრავის მქონე ფლაგმანი

იქნება.

LamborghiniAventador

Lamborghini Aventador

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიამერსედესი აცხადებს, რომ ელექტრო G-კლასი 2024 წლისთვის გამოჩნდება
შემდეგი სტატიაჰიბრიდული Bentley Bentayga ელექტრო დიაპაზონს აუმჯობესებს