Sant’Agata Bolognese-ის ქარხნის ტერიტორიაზე Lamborghini Aventador-ის შემცვლელი დააფიქსირეს

როდესაც Sant’Agata-ს საწარმოო ხაზიდან Lamborghini Aventador LP780-4 Ultimae-ის ბოლო ერთეულები „გამოდიან“, ლამბორგინის ინჟინრები მომდევნო ფლაგმანურ ჰიპერმანქანაზე დაუღალავად მუშაობენ.

როგორც ცნობილია, ახალ ფლაგმანს დანამატი ჰიბრიდული V12 ძრავი ექნება.

კომუფლაჟი “Sant’Agata”-ს წესებით

ახალი მოდელის კარგად შენიღბული პროტოტიპი Sant’Agata Bolognese-ის ქარხნის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. მიუხედავად „მძიმე“ შენიღბვისა, რამდენიმე დეტალის დაფიქსირება მაინც შესაძლებელია.

ფაქტი ერთია, ვიზუალურად ის მისი წინამორბედისგან განსხვავდება. აშკარად ჩანს საკმაოდ ეფექტური, ექვსკუთხა, უკანა ფარების დონეზე დამონტაჟენული ორმაგი გამონაბოლქვი მილი.

ტრადიციული დიზაინერული შტრიხები

Lamborghini Aventador-ის შემცვლელი პირველად დააფიქსირეს
თვალშისაცემია შენიღბვის ქვეშ დამალული, საკმაოდ  „აგრესიული“ დიფუზორიც.

სხვა განსხვავება მოიცავს „მაკრატლისებურ“ კარებს, რომლებიც უფრო დიდი ჩანს, ვიდრე წინამორბედის კარებია. მასზე დამონტაჟებულია სარკეები და გვერდითა საჰაეროები.

თვალშისაცემია შენიღბვის ქვეშ დამალული, საკმაოდ  „აგრესიული“ დიფუზორიც (გამონაბოლქვი მილის ზემოთ განთავსების ხარჯზე).

როგორც Lamborghini-ის ყველა ფლაგმანში, ამ მოდელშიც შენარჩუნებულია ტრადიციული ფორმა და კუთხოვანი ზედაპირი.

ახალი მოდელის მთავარი აქცენტი სრულიად ახალი, შუაში დამონტაჟებული V12 ძრავი იქნება, რომელიც დანამატის ჰიბრიდულ კონფიგურაციასთან კომბინირებულად იმუშავებს.

”ტექნოლოგია განსხვავებულია, ეს არის სრულიად ახალი ძრავი, სრულიად ახალი წამყვანი სისტემა, ახალი ბატარეა, ყველაფერი სრულიად ახალია”. -Lamborghini-ს აღმასრულებელი  დირექტორი სტეფან ვინკელმანი.

ეს იქნება Lamborghini-ის მეექვსე, V12 ძრავის მქონე ფლაგმანი Miura-ს, Countach-ის, Diablo-ს, Murcielago-სა და Aventador-ის შემდეგ. აღსანიშნავია რომ ის პირველი ელექტრიფიცირებული მოდელი იქნება.

ოფიციალური “გაშვება” 2023 წელს, Urus-ის გამოშვების შემდეგ იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ურუსის დებიუტი 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

2024 წლისთვის მოდელებს Huracan-ის მემკვიდრე შეუერთდება, რომელიც ასევე დანამატი ჰიბრიდი იქნება.

შემდეგ კი სანტ-აგატას პირველი, სრულად ელექტრო მოდელი, სავარაუდოდ, 2027-2028 წლებში გამოვა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Lamborghini Aventador

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]