ეს არის 1996 წლის კუპე, რომელიც ატელიე Lorinser-ის მიერ არის შემუშავებული

ჩიკაგო ბულსის ყოფილი ლიდერის და კალათბურთის ლეგენდის მაიკლ ჯორდანის მერსედესი S600 Lorinser გასაყიდად “ბევერლი ჰილზის” საავტომობილო კლუბის საირზე Beverlyhillscarclub.com -ზე დაიდო.

ნამდვილად შთამბეჭდავია ავტომობილის გარბენი. 24 წლის განმავლობაში ჯორდანის მერსედესს 252 000 კმ დაუგროვდა.

ხაზგასასმელია, რომ აუქციონზე გასატანად გამზადებული მანქანა აღბეჭდილია ESPN-ის 10-სერიან დოკუმენტურ ფილმში “ბოლო ცეკვა” (The Last Dance), რომელიც მოგვითხრობს მაიკლ ჯორდანზე და 1990-იანი წლების ჩიკაგო ბულსზე. სერიალის ერთ-ერთ სცენაში კალათბურთელი ჟურნალისტებთან სწორედ აღნიშნული ავტომობილით ჩნდება.

ფოტოგალერია: მაიკლ ჯორდანის მერსედესი S600 Lorinser

ჯორდანის მერსედესი S600 Lorinser გასაყიდად დადეს
ჯორდანის მერსედესი S600 Lorinser გასაყიდად დადეს
ჯორდანის მერსედესი S600 Lorinser გასაყიდად დადეს
ჯორდანის მერსედესი S600 Lorinser გასაყიდად დადეს
ჯორდანის მერსედესი S600 Lorinser გასაყიდად დადეს

“ბევერლი ჰილზის” საავტომობილო კლუბის წარმომადგენლები მაიკლ ჯორდანის ავტომობილის საკუთრების უტყუარობაში დასარწმუნებლად მისი შეძენის მსურველებს დამადასტურებელ საბუთებს სთავაზობენ.

სამწუხაროდ, საიტზე არ არის მოცემული ფასი, ის ჯერჯერობით საიდუმლოა. რამდენი ღირს მაიკლ ჯორდანთან სიახლოვე ფანებისთვის ან კოლექციონერისთვის? ამ კითხვას უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]