საქველმოქმედო ღონისძიებაზე Aston Martin DB5-თან ერთად კლასიკური V8 Vantage და ახალი DBS Superleggera 007 Edition-იც იყო წარმოდგენილი

ჯეიმს ბონდის ფილმში No Time To Die ასტონ მარტინის სხვადასხვა ეპოქის მოდელები იყო წარმოდგენილი. ფილმის დასაწყისში ვხვდებით საკულტო Aston Martin DB5-საც.

Aston Martin DB5, მაყურებელს  1964 წლის საკულტო ფილმ Goldfinger-იდან დაამახსოვრდა. Goldfinger-ი ჯეიმს ბონდის  პირველ ოფიციალურ ბლოკბასტერად ითვლება.

ფილმში აგენტი 007-ის როლს შონ კონერი ასრულებს, სწორედ მისი მანქანა იყო Aston Martin DB5.

ბოლო ფილმში ასტონ მარტინი დენიელ კრეიგს ეკუთვნის. აუქციონზე 3,2 მილიონ დოლარად სწორედ ეს მოდელი გაიყიდა.

რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი DB5 არ არის. ეს ფილმის რეპლიკაა, თუმცა, ამ ფაქტმა აუქციონის პრეტენდენტებს ფულის დახარჯვაში ხელი არ შეუშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად რეპლიკაა, ეს ასტონ მარტინის მიერ უშუალოდ ფილმისთვის შექმნილი რვა მანქანიდან ერთ-ერთია. ასე რომ მოდელი ავტომწარმოებელთან უშუალო კავშირშია.

DB5 ჯეიმს ბონდის 60 წლის იუბილეს ფარგლებში ლონდონში გამართული აუქციონის მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი ფიგურანტი იყო.

აუქციონზე გამოჩნდა ფილმის კიდევ ერთი ავტომობილი კლასიკური, 1981 წლის V8 Vantage, ის 703 000 დოლარად გაიყიდა.

თანამედროვე ეპოქას DBS Superleggera 007 Edition-ი წარმოადგენდა, ის აუქციონზე 449,000 დოლარად გაიყიდა.

მთლიანობაში, ბონდის სამმა მანქანამ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის 3,9 მილიონი დოლარი შეაგროვა.

“Aston Martin-ი ამაყობს იმით, რომ ის ჯეიმს ბონდის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია. მოხარულები ვართ, რომ 60 წლის იუბილეს ჭეშმარიტად უნიკალური მოდელის გაყიდვით აღვნიშნავთ“.  Aston Martin-ის მთავარი კრეატიული ოფიცერი მარეკ რაიხმანი.

ასტონ მარტინი ეპოქების გასაყარზე

Aston Martin DB5

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაჰიბრიდული Bentley Bentayga ელექტრო დიაპაზონს აუმჯობესებს
შემდეგი სტატია10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი