Jeep-ი, Detroit 4Fest-ზე სამხედრო თემატიკით ინსპირირებულ Willys Xtreme Recon-ს წარადგენს

Jeep-მა თავის ერთგულ მომხმარებლებს სიურპრიზი გაუკეთა, ის ამ შაბათ-კვირას Detroit 4Fest-ზე სამხედრო ფერში გაწყობილ Jeep Wrangler Willys Xtreme Recon-ს წარადგენს.

სამხედრო თემატიკით ინსპირირებული უხეში გარეგნობის ჯიპი

Jeep Wrangler Willys Xtreme Recon-სამხედრო თემატიკის ჯიპი
ავტომობილს Xtreme Recon-ის მახასიათებლები და ვილისის რეტრო იერსახე აქვს

ავტომობილს Rubicon Xtreme Recon-ის რამდენიმე მახასიათებელი და Willys-ის მოდელის რეტრო, სამხედრო თემატიკის იერსახე აქვს.

35-ინჩიანი საბურავები და 17-ინჩიანი ე.წ „beadlock-capable“ დისკები

Jeep Wrangler Willys Xtreme Recon-სამხედრო თემატიკის ჯიპი
ავტომობილის კლირენსი 27.94 სანტიმეტრია

ჯიპს Xtreme Recon-ის 35-ინჩიანი საბურავები და 17-ინჩიანი ე.წ „beadlock-capable“ დისკები აქვს. მისი სიმაღლის მოდიფიკატორი (suspension lift) 3.81 სანტიმეტრია, ხოლო დაშორება ავტომობილის შასსა და მიწას შორის ე.წ „ground clearance“- 27.94 სანტიმეტრია.

შედარებისთვის, რუბიკონზე Xtreme Recon აღჭურვილობა უზრუნველყოფს 32.77 სანტიმეტრიან დაშორებას მიწიდან ავტომობილის ქვედა ნაწილამდე, ხოლო Bronco- ს, Wrangler-ის მთავარ კონკურენტს 35-იანჩიანი საბურავები და 29.21 სანტიმეტრიანი კლირენსი აქვს.

შავი პიალა ცხაური და გრავირებული “Willys”

ჯიპს შავი, პრიალა, გისოსებიანი ცხაური აქვს. ფოტოებში ავტომობილის ხაკისფერი (Sarge Green) ვერსიაა წარმოდგენილი.

არის სხვა ფერების ვარიაციაც, მაგრამ როდესაც ეს საკულტო თემატიკაა შემოთავაზებული, სხვა ვარიანტზე აღარც უნდა იფიქრო. კაპოტს გვერდებზე, ცნობილი შაბლონური შრიფტით, გრავირებული აქვს „Willys“.

სალონი სავარაუდოდ 2-ფერში, შავსა და ყავისფერში იქნება წარმოდგენილი.

Tuscadero Pink Wrangler და Willys Xtreme Recon

Jeep Wrangler Willys Xtreme Recon-სამხედრო თემატიკის ჯიპი
Jeep-ის ორი ახალი მოდელი

სამხედრო თემატიკის, დიდი საბურავების და სიმაღლის კომბინაცია ავტომობილს უხეშ გარეგნობას სძენს. ის ვიზუალურად მკვეთრად განსხვავდება ახალი Tuscadero Pink Wrangler-ისგან.

მყიდველებს ორი ვარიანტის არჩევის საშუალება აქვს- ეს იქნება 3.6-ლიტრიანი V6 ან 2.0-ლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავი.

მიუხედავად იმისა, რომ სურათებში ავტომატური ვერსიაა წარმოდგენილი, ხემისაწვდომი იქნება ექვს-სიჩქარიანი მექანიკური მექანიზმიც.

ავტომობილის ფასი 39,495 დოლარიდან იწყება. მისი წარმოება, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Willys Xtreme Recon

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]