Jeep-ი თავის პირველ სრულად ელექტრო პატარა ზომის ჯიპს 2023 წელს გამოუშვებს, 2024-ში კი Wrangler EV-ის გამოშვებას გეგმავს

ყველაზე ცნობილი ამერიკული ჯიპების მწარმოებელი ბრენდი Jeep-ი ელექტრულ ტალღაზე გადადის. ავტომწარმოებელმა პრესკონფერენციაზე თავისი სადებიუტო სერიული წარმოების ელექტრო ჯიპის სურათები წარადგინა.

Stellantis-ის Dare Forward 2030 სტრატეგიის ფარგლებში წარდგენილი ჯიპის შესახებ, ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა, როგორც ამბობენ ელექტრო ქროსოვერი 2023 წლის დასაწყისში გამოვა.

ელექტრო ჯიპის მხოლოდ ორი სურათი გვაქვს, თუმცა, გარკვეული დეტალების დანახვა მაინც შეგვიძილია.

2023 Jeep EV-წინა მხარე

Jeep-მა თავისი პირველი სრულად ელექტრო ქროსოვერი წარადგინა
საერთო სტილით თუ ვიმსჯელებთ ქროსოვერის პროპორციები Compass-ის მსგავსია.

საერთო სტილით თუ ვიმსჯელებთ ქროსოვერის პროპორციები Jeep Compass-ის მსგავსია.

ავტომობილს ცხაურის დეტალით გამოყოფილი ფარები აქვს, დეტალი ერთმანეთისგან ციმციმა მაშუქს და ძირითად ფარებს მიჯნავს.

ცხაური დახურულია, თუმცა Jeep-ის ტრადიციული ცხაურის მსგავსი 7 დანაყოფის იმიტაციას ქმნის. ცხაურს დახვეწილი ლურჯი ჰორიზონტალური ზოლი მიუყვება, ქვედა მარჯვენა მხარეს კი ასო “e” აქვს გრავირებული.

სურათის მიხედვით ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ ფუნქციონალურია თუ არა შუაში არსებული ვიწრო ღიობი.

ნისლსაწინააღმდეგო ფარები ქვედა სარტყელშია განთავსებული. ცენტრში ექვსკუთხა ბადეა, მის შუაში კი სენსორია მოთავსებული.

2023 Jeep EV-უკანა მხარე

Jeep-მა თავისი პირველი სრულად ელექტრო ქროსოვერი წარადგინა
ელექტრო ჯიპის წარმოება 2022 წლის ნოემბერში, პოლონეთში დაიწყება.

რაც შეეხება უკანა მხარეს. უკანა მაშუქები X-ის ფორმისაა. ქვედა მარცხენა მხარეს კიდევ ერთი “e” ამბლემაა დატანილი.

უკანა ბამპერს შავი საფარი აქვს, ბოლოში კი ვერცხლისფერი დეტალი მიუყვება. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ქროსოვერი ელექტროა, მას გამოსაბოლქვი მილი არ სჭირდება.

ელექტრო ჯიპის წარმოება 2022 წლის ნოემბერში, პოლონეთში დაიწყება.

Jeep-ის ელექტრო გეგმები…

2024 წელს საზოგადოება სრულად ელექტრო Wrangler-ს იხილავს. ჯიპი რამდენიმე plug-in ჰიბრიდულ მოდელს უკვე ყიდის.

ბრენდმა გასულ ზაფხულს გამოაცდახა, რომ 2025 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილებზე უნდა გადასვლა.

ავტომწარმოებელს კონკრეტული მოდელები არ დაუსახელებია, თუმცა დიდი ალბათობით Rubicon EV უკვე გზაშია…

Ram-ის ელექტრო გეგმები…

Jeep-მა თავისი პირველი სრულად ელექტრო ქროსოვერი წარადგინა
Ram 1500-სს 2024 წლისთვის უნდა ველოდოთ

აღსანიშნავია, რომ Ram-მა Jeep-ის მსგავსად თავისი პირველი EV-ები წარადგინა- ProMaster EV და ბატარეით მომუშავე Ram 1500

ფურგონი 2023 წელს, ჯიპის ელექტრო ქროსოვერის გამოსვლის შემდეგ გამოვა, Ram 1500-სს კი 2024 წლისთვის უნდა ველოდოთ.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Jeep

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]