დუეტს Jaguar XE და XF 300 Sport-ს AWD სისტემა და mild-hybrid ტექნოლოგია ექნება
ყველასთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ სამ წელიწადში Jaguar-ი შიდა წვის ძრავიან ვერსიებს აღარ გამოუშვებს. მაგრამ Tata Motors-ის კუთვნილმა ბრიტანულმა ბრენდმა ცხადყო, რომ ავტომწარმოებლის რიგებში 2025 წლიდან ICE მანქანები აღარ იქნება.
და სანამ სრული ჩანაცვლება მოხდება, გამონაბოლქვისა და საწვავის მოხმარების შესამცირებლად, არსებული მოდელები ელექტრიფიცირდებიან.
ცოტა ხნის წინ mild-hybrid კონფიგურაციით F-Pace-ი აღიჭურვა, ახლა კი მის გზას XE და XF სედანები დაადგნენ.
ევროპაში ორივე სედანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. XE და XF 300 Sport ვერსიას იღებენ. ავტომობილების გულში 2.0-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავია.
რაც შეეხება სიმძლავრეს- ძრავი 296 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი mild-hybrid-ის მეშვეობით 400 ნიუტონ მეტრია.
Jaguar XE 300 Sport





XE 300 Sport-ი 0-დან 96 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5,6 წამს ანდომებს, ხოლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას – 5,9 წამს.
Jaguar XF 300 Sport





რაც შეეხება XF 300 Sport-ს, მას დამატებით წამის ორი მეათედი სჭირდება (5,8) ეს ფაქტორი ბუნებრივია, რადგან ის უფრო დიდი ზომისაა და შესაბამისად, კომპაქტურ სედანზე უფრო მძიმეა.
ორივე მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია. სრულამძრავიან/all-wheel-drive სისტემას ძალა რვა სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის საშუალებით გადაეცემა.
Jaguar-ი 300 Sport მანქანებს 20-ინჩიანი ბორბლებით, განსხვავებული დიზაინითა და მოპირკეთებით ყიდის.
XE და XF რამდენიმე ფერის ვარიაციით ინება წარმოდგენილი, მათს შორის Carpathian Grey და Silicon Silver.


XE-ის ინტერიერი Monogram Aluminium თემათიკითაა მორთული, ხოლო XF Satin Charcoal Ash( ნახშირის ფერფლის) ვარიანტს იღებს.
Jaguar-ის სხვა მოდელების მსგავსად XE და XF 300 Sport-ი Amazon Alexa-ს ხმის მართვის სისტემას Pivi Pro საინფორმაციო გასართობი სისტემის მეშვეობით იღებენ.
დიდ ბრიტანეთში Jaguar XE-ს ღირებულება £42,345 გირვანქა სტერლინგიდან იწყება. XF სედანის ფასი £47,730 გირვანქა სტერლინგია, ხოლო XF Sportbrake-ი £49,005 ეღირება.