Foxxcon-მა, ტაივანის ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც Apple-ის iPhone-ს აწარმოებს ელექტრომობილების ტრიო- ლუქს სედანი, ქროსოვერი და ავტობუსი წარადგინა

Foxxcon-ს ელექტრო რევოლუციასთან შეერთება სურს. ტაივანურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც  Apple iPhone-ის წარმოებითაა ცნობილი, ორშაბათს ელექტრო მანქანების ბიზნესში ჩართვის ოფიციალური გეგმა წარადგინა.

გეგმის სადემონსტრაციოდ და იმის დასამტკიცებლად თუ რამდენად სერიოზულად უყურებს კომპანია თავის გასაოცარ იდეას მან ბატარეით მომუშავე სამი პროტოტიპი: ძვირადღირებული სედანი, ქროსოვერი და ავტობუსი წარმოადგინა.

პრეს-რელიზშია ნათქვამია რომ, კომპანია თავის „კრედოს“ არ ღალატობს (როგორც ვიცით, Foxconn თავის ყველაზე ცნობილ პროდუქტებს საკუთარი დასახელებით არ აწარმოებს) ამ შემთხვევაშიც, ელექტრო პროდუქცია “Foxtron”-ის ბრენდის ქვეშ გამოვა და ის ითანამშრომლებს სხვა ავტომწარმოებელთან, როგორიცაა ტაივანის Yulon Motor Group, სწორედ ამ კომპანიამ შექმნა ორშაბათს წარმოდგენილი პროტოტიპები.

როგორც ჩანს Foxconn-ის ყურადღება გამახვილებულია იმ პლატფორმებზე, რომლებზეც ეს კონცეფციებია აგებული. კომპანიას საკმაოდ დიდი გეგმები და დაპირებები აქვს, თავისი ელექტრული არქიტექტურის წყალობით 643 კმ-იან დიაპაზონს და ელვისებურ აჩქარებას გვპირდებიან.

სედანი- Model E

iPhone-ის „შემქმნელებისგან“-ძვირადღირებული EV სედანის კონცეფციის დიზაინი By Pininfarina
ოთხკარიან მოდელს Ferrari-ს დიდი ხნის პარტნიორის Pininfarina-ს დახვეწილი დიზაინი და „სასტიკი“ ელექტროგადამცემი აქვს.

ალბათ, ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო ამ კონკრეტული ტრიოდან Model E, ანუ  ძვირადღირებული სედანია. ოთხკარიან მოდელს Ferrari-ს დიდი ხნის პარტნიორის Pininfarina-ს დახვეწილი დიზაინი და „სასტიკი“ ელექტროგადამცემი აქვს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ძრავების რაოდენობა, თუმცა ტექნოლოგიური კომპანია გვპირდება, რომ მას 750 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება, 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,8 წამში შეძლებს და შთამბეჭდავ, 749-კმ-იან დიაპაზონს შემოგვთავაზებს.

ეს მაჩვენებლები Model E-ს  Lucid Air-ის, Tesla Model S-ისა და Mercedes-Benz EQS-ის მძლავრი ვერსიების ლიგაში აყენებს.

საინტერესოა, რომ სედანი ისეთ კეთილმოწყობილ სალონს გვპირდება, როგორსაც ზემოაღნიშნული მანქანები არ გვთავაზობენ.

კომპანია ირწმუნება, რომ უკანა დასაჯდომი სივრცე შეიძლება „გამოყოფილ მობილურ ოფისად“ გარდაიქმნეს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ  რომ მანქანა შეუფერხებლად დაუკავშირდება თქვენს მობილურ მოწყობილობებს, რაც შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის, ვისი სამუშაოც, თუნდაც გზაზე,  მუდმივ კავშირს მოითხოვს.

ტექნიკურზე ორიენტირებული სხვა ფუნქციები მოიცავს „ჭკვიან“ ფანჯრებს და კარებს, რომლებიც სახის ამოცნობის საშუალებით იხსნება.

ქროსოვერი- Model C

iPhone-ის „შემქმნელებისგან“-ძვირადღირებული EV სედანის კონცეფციის დიზაინი By Pininfarina
ავტომობილი 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.8 წამში შეძლებს

ისევე, როგორც EV მარათონში მონაწილე, თითქმის ყველა კომპანია, Foxconn-იც აპირებს ელექტრო ქროსოვერის გამოშვებას. Model C-ს ისეთივე ინტერიერი  აქვს, როგორც მოდელი E-ს. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ავტომობილს შვიდი ადგილი აქვს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ავტომობილის სიმძლავრე, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ის, 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.8 წამში შეძლებს, ხოლო ერთჯერადი დატენვით, ავტომობილი 698 კმ-ის გავლას შეძლებს.

ავტობუსი- Model T

iPhone-ის „შემქმნელებისგან“-ძვირადღირებული EV სედანის კონცეფციის დიზაინი By Pininfarina
ავტობუსი 402 კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს

ამავდროულად, Model T – რომელსაც, დიდი ალბათობით სახელის შეცვლა მოუწევს არის დიდი ავტობუსი, რომელიც 402 კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

Foxtron-ის ელექტრომობილების ხაზის გამოშვების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია მუშაობის დასაწყებად მზადაა. გასულ თვეში მან EV სტარტაპი-Lordstown Motor’s-ის ქარხანა შეიძინა.

საინტერესოა რომელი უფრო მომგებიანი იქნება კომპანიისთვის- ტელეფონების თუ ელექტრომობილების ბიზნესი?…

Foxxcon

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2023 Ford Ranger-ის “თიზერი” გავრცელდა
შემდეგი სტატია10 ყველაზე გიჟური კონცეფციის ავტომობილი 2021 წლის მიუნხენის საავტომობილო შოუდან