ინტერნეტში ენთუზიასტი დიზაინერების მიერ შექმნილი 2024 წლი Bmw 5 Series ფოტოები გავრცელდა
BMW -ს ოფიციალურ ტიზერული ფოტოებიდან, ჯერ ისევ რთულია ახალი მე-5 სერიის ავტომობილის სრული ფორმების გარჩევა, მაგრამ ქსელში ავტო ენთუზიასტი დიზაინერების ნამუშევრები გამოჩნდა. ადრე ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ M5 2024 -ის ჯაშუშური ფოტოები.
ახალ მე-5 სერიას წინა მხარეს, კაპოტის კიდისკენ აწეული ახლებური ფარები დაამშვენებს. მსგავსი გადაწყვეტა BMW -მ ახალ X1 კომპაქტურ ქროსოვერზე უკვე გამოიყენა, რომლის პრემიერაც მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში შედგა. G60-ის ფარების ფორმამ შეიძლება ბევრს E60 გაგახსენოთ.
მოსალოდნელია, რომ ცხაურები ოდნავ უფრო დიდი გახდება, მაგრამ არა ისეთი უზარმაზარი, როგორიც მაგალითად ახალ მე-7 სერიას აქვს.
კარის სახელურები ზემოთ ნახსენები X1-იდან არის გადმოტანილი.
უკანა სტოპებში შეიმჩნევა LED ელემენტების გრაფიკა: წყვილი ჰორიზონტალური ზოლი, რომელთა შორის მიმართულების მაშუქები (პავაროტნიკები) განთავსდება.
BMW 5 Series 2024


დადის ჭორები, რომ ახალი მე-5 სერია, ბენზინის და დიზელის M Performance PHEV-ის ძრავით მოგვევლინება, რომელიც 565 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. იმასაც ამბობენ, რომ ეს იქნება ჰიბრიდული: ელექტრო და შიდა წვის V8 ძრავი.
BMW 5 Series G60-ის დებიუტი 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.