მასკის კომპანია „ The Boring Company“, რომელიც ინფრასტრუქტურის და გვირაბთმშენებლობის მიმართულებით მუშაობს, ტეხასში,  SpaceX-ის თანამშრომლების კომფორტული მგზავრობის უზრუნველსაყოფად გვირაბის გაყვანას გეგმავს.

ადგილობრივი გამოცემა, The Brownsville Herald- იტყობინება, რომ გვირაბი ტეხასის SpaceX-ის მუშაკებს, სამუშაო ადგილამდე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარება.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მასკმა დროის და „კმაყოფილი“ თანამშრომელების ფასი კარგად იცის!

ტესლას თანადამფუძნებლის, კიდევ ერთი შთამბეჭდავი პროექტი შესაძლოა, სწორედ ეს გვირაბი გახდეს. ის ყურის სანაპიროს, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საზღვაო ფლოტის ქვეშ გავა.

აქამდე რომ გეკითხათ, თუ რა იქნებოდა ყველაზე ორიგინალური და მნიშვნელოვანი საჩუქარი, რომელსაც დამსაქმებელი დასაქმებულებს გაუკეთებდა, პასუხის გაცემამდე, ალბათ დავფიქრდებოდი.

მაგრამ ახლა, უკვე დანამდვილებით ვიცი რომ ეს ჩემი სახლიდან მიმავალი იზოლირებული გვირაბი იქნება, რომელიც პირდაპირ, ჩემს სამუშაო ადგილამდე მიმიყვანს.

როგორც ირკვევა, The Boring Company-ს წარმომადგენლები ადგილობრივ ჩინოვნიკებს გასულ თვეს შეხვდნენ და წარუდგინეს პროექტი, რომლის თანახმადაც გვირაბი დაუკავშირდება იმ ადგილს, სადაც SpaceX-ის თანამშრომელთა უმეტესობა ცხოვრობს- ეს იქნება სამხრეთ „პადრეს კუნძულიდან“- ბოკა ჩიკამდე.

გარდა იმისა, რომ გვირაბი კომპანიის თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე მისვლაში დაეხმარება, ის, ასევე, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სანაპიროზე მოხვედრასაც.

მიუხედავად იმისა, რომ კამერონის ოლქის ჩინოვნიკებს The Boring Company-ის იდეა მოსწონთ, ისინი ამ პროექტს მხარს მაინც არ უჭერენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ეს ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

სიუჟეტში ნახსენებია რომ ლას ვეგასში, The Boring Company-ის გვირაბის მშენებლობა- 47 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ახალი გვირაბი სამხრეთ პადრეს კუნძულიდან – ბოკა ჩიკას სანაპირომდე, ლას ვეგასის გვირაბზე უფრო მოკლე იქნება, თუმცა, მან უნდა გაიაროს ბრაუნსვილის გემის არხზე, რომელიც 42 ფუტის (12.8016მ) სიღრმეზეა.

ამ ეტაპისთვის, გვირაბის მშენებლობა, მხოლოდ წინადადებაა.

ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი The Brownsville Herald-ს ეუბნება, რომ მის გუნდს, ამ პროექტის დასამტკიცებლად, საფუძვლიანი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და გეოლოგიური კვლევები დასჭირდება.

ის ასევე ამბობს, რომ გვირაბმა შეიძლება ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინოს გარემოზე, მაგრამ ეს პროექტი ქვეყანას, ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ მოუტანს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

SpaceX

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]