VW-ის საკულტო მიკროავტობუსი, „თავისუფლების სიმბოლო“ ელექტრომობილების სამყაროში ID. Buzz -ის სახელით მოგვევლინა

რამდენიმე-წლიანი თიზერ კამპანიისა და ჯაშუშური ფოტოების შემდეგ საზოგადოებამ გერმანული ავტომწარმოებლის, VW-ის საკულტო ავტობუსი ID. Buzz-ი, როგორც იქნა იხილა.

“თავისუფლების სიმბოლო”

სრულად ელექტრო მიკროავტობუსის სერიული ვერსია ID. Buzz -ის გაყიდვები ევროპაში 2022 წლის მაისიდან დაიწყება, პირველი მიწოდება კი, სავარაუოდოდ, შემოდგომიდან ჩაეშვება.

აშშ-ში გაყიდვები 2024 წლიდან დაიწყება, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბორბლების გრძელბაზიანი ვერსია გავა.

ID. Buzz ექსტერიერი

რაც შეეხება ID. Buzz-ის ექსტერიერს, გლუვი ფორმების მიკროავტობუსი დიზაინს 50-60-იანი წლების კლასიკური Type 2-დან იღებს. პროპორციები, მომრგვალებული ფორმები, ორი ფერის კომპოზიციური შერწყმა- ინსპირაცია საკულტო მოდელია.

თანამედროვე შტრიხები

მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსს ნოსტალგიური მოტივები „გასდევს“, ის მაინც თანამედროვედ გამოიყურება- ცხაური, ლედ განათება, ლედ ფარები, კუთხოვანი უკანა კარი, ეს ის დელატებია, რომლებიც რეტრო-ინსპირირებულ ფურგონს თანამედროვე შტრიხებს სძენს და მას ელექტრულ სამყაროში ადაპტაციაში ეხმარება.

ID. Buzz ინტერიერი

მიკროავტობუსის ინტერიერი სრულიად თანამედროვეა. წინ 10-ინჩიანი ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი და სენსორული ინფო-გასართობი სისტემაა განთავსებული.

უკან სამადგილიანი სავარძელია მოთავსებული, რომლის დაკეცვის შემთხვევაშიც ტვირთისთვის განკუთვნილი სივრცე საგრძნობლად იზრდება.

2 ვერსია

ევროპული სპეციფიკაციის ID. Buzz -ს 117.6-ინჩიანი ბორბლების ბაზა და 76.3-ინჩიანი სიმაღლე აქვს, ამ მონაცემით ის Cadillac Escalade-ს ოდნავ ჩამორჩება.

ამერიკულ ვერსიას ბორბლების ოდნავ გაფართოებული ბაზა ექნება, რაც თავისთავად სავარძლების რიგში უფრო მეტ სივრცეს უზრუნველყოფს. (კონფიგურაცია-ორი წინ, სამი შუაში, ორი უკან)

MEB პლატფორმა

ID. Buzz -ის ყველა ვერსია Volkswagen AG-ის MEB პლატფორმაზე დაფუძნდება. (შეგახსენებთ, რომ ეს იგივე პლატფორმაა, რასაც ID.4 და Audi Q4 e-tron იყენებენ.)

ის უკანა ღერძზე განლაგებული ელექტროძრავით იკვებება და 84 კვტ/სთ-იან ბატარეის პაკეტთანაა დაკავშირებული.

მახასიათებლები

ამ მონაცემებით მიკროავტობუსი 201 ცხენის ძალას განავითარებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 298 ნიუტონ მეტრი იქნება.

დიაპაზონთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა, თუმცა, მან ერთჯერადი დატენვით, დაახლოებით, 418 კმ უნდა გაიაროს.

მართალია, ეს რიცხვი არავის გააოცებს, თუმცა, ფურგონი სწრაფ დამტენებთან თავსებადია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5-დან 80%-მდე დასატენად, დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით ამერიკულ ვერსიას უდრო დიდი ბატარეის ნაკრები ექნება და წინა ღერძზე, დამატებით, მეორე ელექტროძრავის განთავსებაც იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ფოლკსვაგენი ID. Buzz-ის გაყიდვების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. მიწოდებას კი შემოდგომიდან დაიწყებს.

ID. Buzz

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2023 Aston Martin V12 Vantage-თიზერი სადებიუტო თარიღად 16 მარტს გვიანონსებს
შემდეგი სტატიაყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები