ამ პატარა, ფუნქციურად დატვირთულ პლატფორმას Hyundai ლას-ვეგასის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე წარადგენს

Hyundai თავის ახალ ქმნილებას, პატარა ოთხბორბლიან მოწყობილობას „ექსცენტრიულ“ დროიდს უწოდებს. (ბოლო პერიოდში ჰიუნდაი უცნაური კონცეფციებით გვანებივრებს)

Mobile Eccentric Droid, შემოკლებით MobED შექმნეს იმისთვის, რომ ამ პატარა პლატფორმამ სხვადასხვა სიტუაციებში, ნებისმიერი ტიპის რელიეფზე წარმატებით იფუნქციონიროს.

“ექსცენტრიული დროიდი”

Hyundai-მ უცნაური, ფუნქციურად მრავალმხრივი “Droid” მობილური პლატფორმა წარადგინა
ოთხივე ბორბალს დამოუკიდებელი სიმძლავრე და მართვითი შესაძლებლობები აქვს.

პლატფორმას ფუნქციონირებაში ბორბლების ამძრავი სისტემა ეხმარება. ოთხივე ბორბალს დამოუკიდებელი სიმძლავრე და მართვითი შესაძლებლობები აქვს.

დამოუკიდებლად მოძრავი ბორბლები

Hyundai-მ უცნაური, ფუნქციურად მრავალმხრივი “Droid” მობილური პლატფორმა წარადგინა
პლატფორმას ფუნქციონირებაში ბორბლების ამძრავი სისტემა ეხმარება.

ზედაპირის ქვეშ რეგულირებადი სავალი სისტემაა, რომელსაც რელიეფის მიხედვით აწევა და დაწევა შეუძლია.

ნებისმიერ რელიეფზე მორგებული

Hyundai-მ უცნაური, ფუნქციურად მრავალმხრივი “Droid” მობილური პლატფორმა წარადგინა
MobED-ი ფერდობზე ასვლისას, ან დაღმართზე ჩამოსვლისას პირვანდელ, სწორ დონეს ინარჩუნებს

შესაბამისად MobED-ი ფერდობზე ასვლისას, ან დაღმართზე ჩამოსვლისას პირვანდელ, სწორ დონეს ინარჩუნებს. თუ თქვენთვის დროის ფაქტორიც მნიშვნელოვანია პლატფორმას 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა შეუძლია.

„MobED პლატფორმა შევიმუშავეთ იმისთვის, რომ შიდა სივრცეებში რობოტების შეზღუდვები დავძლიოთ, ხოლო ქალაქში პლატფორმის საერთო მობილურობის მკვეთრი გაუმჯობესებით მაქსიმალურად გავზარდოთ მისი გამოყენება.“

დონგ ჯინ ჰიუნი Hyundai Motor Group-ის რობოტების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პლატფორმის მომხმარებლები შემოთავაზებული შესაძლებლობების გარდა თავადაც გამოუძებნიან სხვადასხვა დანიშნულებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.“

ფუნქციურად მრავალმხრივი

Hyundai-მ უცნაური, ფუნქციურად მრავალმხრივი “Droid” მობილური პლატფორმა წარადგინა
პლატფორმის ბრტყელ ზედაპირზე სხვადასხვა კატეგორიის ნივთების მოთავსებაა შესაძლებელი.

არამგონია რომელიმე მშობელმა ბავშვი ეტლით 30 კმ/სთ სიჩქარით „ასეირნოს“, თუმცა ჰიუნდაი MobED-ის ერთ-ერთ პოტენციურ მომხმარებლად მშობლებს ასახელებს.

პლატფორმის ბრტყელ ზედაპირზე სხვადასხვა კატეგორიის ნივთების მოთავსებაა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ მას ტექნიკურად მაღალი სიჩქარით გადაადგილება და უპილოტო ფუნქციონირება შეუძლია მასზე ეტლის მოთავსების შემთხვევაში ადამიანის კონტროლის ქვეშ, შესაძლოა, მისი გამოყენება მართლაც ეფექტური აღმოჩნდეს.

Hyundai MobED-ს ასევე ასახელებს, როგორც ხანდაზმული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამხმარე მოწყობილობას.

კომპანია ფასზე და ხელმისაწვდომობაზე არაფერს ამბობს. მეტ ინფორმაციას, სავარაუდოდ, იანვარში, ლას-ვეგასის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე, პლატფორმის დებიუტის დროს შევიტყობთ.

Hyundai

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFord Shelby Mustang GT500KR-დაბრუნება 900 ცხენის ძალით და ნახშირბადბოჭკოვანი ნაკრებით
შემდეგი სტატიადევიდ ბექჰემი პერსონალიზებულ, Miami United FC-ით შთაგონებულ Maserati MC20-ს ქმნის