Hyundai Grandeur დებიუტისთვის ემზადება. განახლდა როგორც ექსტერიერის, ასევე სალონის დიზაინი.
სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე უკვე ხელმისაწვდომია განახლებული “ჰიუნდაი გრენდერის” დიზაინერული ფოტოები, რაც იმის დაწერის საფუძველს გვაძლევს, რომ ჰიუნდაი ახალ მოდელს დათქმულ დროზე ადრე გამოუშვებს. ოფიციალურ სურათები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ენთუზიასტმა ავტო-დიზაინერებმა სავარაუდო ვარიანტები უკვე გაავრცელეს.

ახალი მოდელი სრულად თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. სალონში ღილაკები სენსორებით არის ჩანაცვლებული.
ასევე ცნობილია, რომ გაიზრდება მოდელის გაბარიტებიც, თუ ადრე ის მხოლოდ 4,93 მეტრი იყო, განახლების შემდეგ 5 მეტრი იქნება. ამ პარამეტრებით ახალი “გრენდერი” ერთერთი ყველაზე დიდი სედანი გახდება მსოფლიოში.
Hyundai Grandeur 2023



ცნობილია ისიც, რომ ავტომობილი ორ კომპლექტაციაში 3,5 და 2,5 ლიტრიანი ძრავით გამოვა.