Hyundai – მ ელექტრომობილების მიმართ ყურადღება გააორმაგა, მისი მიზანია მთავარი როლი ითამაშოს ელექტრორევოლუციაში, რომლის ციებ-ცხელებაც მსოფლიოში ახლა მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ კორეული კომპანია უახლოეს რამდენიმე წელიწადში Ioniq – ის ბრენდით სამი პროდუქტის გამოშვებას აპირებს, სულ ახლახანს მან სრულად ახალი Kona EV და Kona N Line – ის გამოშვებაც დააანონსა. განახლებულ Kona N Line – ს რამდენიმე კვირაში აქვს დებიუტი.

Hyundai Kona

ძრავის ცვლილების შესახებ ჯერ არაფერი თქმულა. 2017 წელს Hyundai Kona სამი ბენზინის ძრავით მოგვევლინა (120-177 ცხ.ძ.), მოგვიანებით ჰიუნდაიმ დიზელის (115-136 ცხ.ძ.), ჰიბრიდული (141 ცხ.ძ.) და სრულად ელექტრო მოტორები (136-204 ცხ.ძ.) დაამატა.

ვერსიების მრავალფეროვნებამ საბაზრო წარმატება გამოიწვია: ევროპაში 2018-2019 წლებში „ჰიუნდაი კონას“ 170 499 მოდელი გაიყიდა. რაც შეეხება აშშ-ს Kona იქაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს — 120 416 ცალი ორი წლის მანძილზე.

ახალი Hyundai Kona – გარეგნულად საგრძნოლად შეიცვლება

ამ ციფრებიდან გამომდინარე რესტაილინგზე კარდინალური ტექნიკური ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ტიზერულ სურათებზე ჩანს რომ „კონას“ განახლებული ვერსია გარეგნულად ნამდვილად „გაკეთილშობილდება“. ახალ Kona-ს უფრო ფართო ცხვირი და მეტად დახვეწილი რადიატორის ცხაურა ექნება. სურათებზე ასევე ჩანს ახალი LED განათება. დაველოდოთ…

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Hyundai Kona

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]