Hyundai ურბანული საჰაერო მობილურობის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და 2030-წლისთვის მფრინავი ტაქსის გამოშვებას გეგმავს

Hyundai 2030 წლისთვის მფრინავი ურბანული ტაქსის წარმოებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე რამდენიმე მფრინავი მანქანაა, არც ერთ მსხვილ ავტომწარმოებელს საჰაერო „არტილერია“ თავის რიგებში არ დაუნერგავს.

“შვეულმფრენი”

Hyundai მფრინავ ურბანულ ტაქსის 2030-წლამდე „ააფრენს“
ბაზარზე რამდენიმე მფრინავი მანქანაა, თუმცა არც ერთ მსხვილ ავტომწარმოებელს საჰაერო „არტილერია“ თავის რიგებში არ დაუნერგავს

ავტომწარმოებლის კონცეფცია „შვეულმფრენის“ პრინციპს ეფუძნება, განსხვავებით იმ ავტომობილებისგან, რომლებიც ფრენასთან ერთად ქუაში გადაადგილებასაც ითავსებენ.

კონცეფცია 2020 წელს შეიმუშავეს

Hyundai მფრინავ ურბანულ ტაქსის 2030-წლამდე „ააფრენს“
მანქანაზე მუშაობა წარმატებულად მიდის და კომპანია თავისი პირველი კომერციული ფრენის განხორციელებას 2028 წლისთვის გეგმავს

სამხრეთ კორეულმა ავტომწარმოებელმა თავისი კონცეფცია S-A1 2020 წლის დასაწყისში შეიმუშავა. მანქანაზე მუშაობა წარმატებულად მიდის და კომპანია თავისი პირველი კომერციული ფრენის განხორციელებას 2028 წლისთვის გეგმავს.

„ჩვენს პროდუქტს მიწიდან ასაფრენად გარკვეული დრო სჭირდება“- Hyundai-ის ევროპული ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ კოული (ინტერვიუ გარდიანთან).

„ვფიქრობთ, რომ ათწლეულის ბოლოს, ურბანული საჰაერო  მობილურობა ქალაქების გადატვირთულ მოძრაობას საგრძნობლად შეამსუბუქებს, ეს პროცესი დადებითად იმოქმედებს ემისიაზეც. პროცესი შეუქცევადი იქნება და მოიცავს, როგორც შიდასაქალაქო ასევე საქალაქთაშორისო ფრენასაც“.

Hyundai-მ ნოემბერში ახალი კომპანია Supernal შექმნა. მათი განმარტებით ახალი კომპანია ურბანული საჰაერო მობილურობის განვითარებას და S-A1 კონცეფციის ბაზარზე გამოტანას უზრუნველყოფს.

VTOL თვითმფრინავი 300-600 მეტრის სიმაღლეზე 290 კმ/სთ სიჩქარეს უზრუნველყოფს და მისი კვების წყარო ელექტროენერგია იქნება.

როგორც ჩანს, კომპანიის გეგმები საკმაოდ სერიოზულია. ამ ტემპით და შემართებით ისინი ნამდვილად „გაფრინდებიან“…

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Hyundai

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]