Hyundai-ის 10 საუკეთესო კონცეპტუალურ მანქანა გასული ათწლეულიდან, სულ რამდენიმე ავტომწარმოებელი ქმნის ისეთ კონცეპტუალურ მანქანებს, როგორსაც ჰიუნდაი

კონცეპტუალური მანქანები მოდიან და მიდიან!

ზოგიერთი მათგანი უცნაურია, ზოგი- გასაოცარი, ზოგის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილია, მათ უმეტესობას საზოგადოება ივიწყებს…

მხოლო ერთეულები რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომლებიც წარმოების რთულ და გამოწვევებით აღსავსე გზას დაადგებიან.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ალბათ არ მოიძებნება ავტომწარმოებელი, რომელმაც იმდენი და ისეთივე ლამაზი კონცეფციები შექმნა, როგორებიც ჰიუნდაიმ. წარმატების ამ სერიას მისი ორი უახლესი კონცეფცია-RN22e და N Vision 74 აგვირგვინებენ.

წარმოგიდგენთ ჰიუნდაის 10 საუკეთესო კონცეპტუალურ მანქანას გასული დეკადიდან, მაშ ასე:

10. Hyundai Santa Cruz Concept (2015)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
კონცეფცია 2015 წელს დეტროიტის ავტო შოუზე წარადგინეს

აქ ჩამოთვლილი კონცეფციებიდან სანტა კრუზი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელმაც წარმოებას მიაღწია.

კონცეფციამ 2015 წელს დეტროიტის ავტო შოუზე თავისი რადიკალური კომპაქტური სატვირთო მანქანების სტილით, ლაიმის მწვანე აქცენტებით და დიდი სპორტული ბორბლებით ყველა აღაფრთოვანა.

წარმოებაზე გადასვლისას, რა თქმა უნდა, რაღაც დეტალები შეიცვალა, თუმცა, ეს კონცეფცია იყო ნათელი ხედვა იმისა, თუ რისი მიღწევა უნდოდა ავტომწარმოებელს.

9. Hyundai RM19 Concept (2019)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
ჰიუნდაიმ RM19 2019 წელს LA ავტო შოუზ წარმოადგინა

RM15 და RM16 კონცეფციების წარმატებების შემდეგ ჰიუნდაიმ 2019 წელს LA ავტო შოუზ RM19 წარმოადგინა.

კონცეფციის დებიუტი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით შედგა, ის 390 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მას ექვს სიჩქარიანი, თანმიმდევრული სარბოლო გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

8. Pony Concept (2021)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
სახელწოდება “პონი” Hyundai-ს შემადგენლობაში 1975 წლიდან იღებს სათავეს.

სახელწოდება “პონი” Hyundai-ს შემადგენლობაში 1975 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ ეს მანქანა იყო კომპაქტური, უკანა ამძრავიანი სედანი 67 ცხენის ძალით.

მაგრამ 2021 წლის Pony კონცეფცია, რომელიც ავტომწარმოებელმა Hyundai Motor Studio-ში ბუსანში, კორეაში წარადგინა კარგად დავიწყებული მანქანის თანამედროვე ინტერპრეტაციაა.

კონცეფციას ელექტროძრავი, განახლებული ექსტერიერი და სრულიად რეტრო, თუმცა მაინც ფუტურისტული ინტერიერი აქვს.

7. Grandeur Concept (2021)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
პირველი Grandeur ავტომწარმოებლის ხაზს 1980-იანი წლების შუა პერიოდში შეუერთდა.

ისევე, როგორც Pony, Hyundai Grandeur-იც გასაოცარი კონცეფციაა. პირველი Grandeur ავტომწარმოებლის ხაზს 1980-იანი წლების შუა პერიოდში შეუერთდა.

ეს ვერსია ორიგინალური Grandeur-ის 35 წლის იუბილეს თანამედროვე ელექტროგადამცემით, ექსტერიერით და სრულიად რეტრო სალონით საკადრის პატივს მიაგებს.

6. HND-9 Venace Concept (2013)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
მას 3.3-ლიტრიანი ტურბო ძრავი ჰქონდა, რომელიც 362 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

გახსოვთ Hyundai Genesis Coupe? 2013 წლის ამ კონცეფციამ საზოგადოებას Genesis Coupe-ის წინასწარი დიზაინი აჩვენა და მსოფლიოს სრულიად ახალი, ორკარიანი დიზაინის ენა გააცნო.

მისი დებიუტი კორეაში, სეულის მოტორ შოუზე შედგა. მას 3.3-ლიტრიანი ტურბო ძრავი ჰქონდა, რომელიც 362 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

კონცეფცია საწარმოო ხაზამდე არასდროს მისულა. თუმცა ვინ იცის, იქნებ ჰიუნდაიმ რამდენიმე წელიწადში HND-9 კონცეფციას კვლავ გადახედოს.

5. Hyundai RN22e Concept (2022)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
ამ ჩამონათვალის უახლესი კონცეფცია Vision 74-თან ერთად RN22e-ია

ამ ჩამონათვალის უახლესი კონცეფცია Vision 74-თან ერთად RN22e-ია. ის წარმოების მომავალი მოდელის წინასწარი დათვალიერებაა.

თუ კარგად დავაკვირდებით ის ჰიუნდაი Ioniq 6-ია, ოღონდ აგრესიული კორპუსით და უამრავი N ემბლემით.

კონცეფცია შთამბეჭდავ, 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

4.Prophecy Concept (2020)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
ორიგინალური კონცეფციის განსაცვიფრებელი ფორმა მას გასული ათწლეულის ჰიუნდაის ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინად აქცევს.

2020 წელს გამოვნელინმა კონცეფციამ, დიზაინერების მიერ აღიარებულმა, როგორც „საუკეთესო საავტომობილო ფორმების მქონე მანქანამ“ საბოლოოდ, Ioniq 6-ის წარმოებამდე მიგვიყვანა.

ორიგინალური კონცეფციის განსაცვიფრებელი ფორმა მას გასული ათწლეულის ჰიუნდაის ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინად აქცევს.

3. Hyundai RN30 Concept (2016)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
კონცეფციას სარბოლო ინტერიერი და აგრესიული ჰეჩბექის დიზაინი ჰქონდა.

პარიზის საავტომობილო შოუზე წარმოდგენილ RN30-ს 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი ჰქონდა. ის 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

კონცეფციას სარბოლო ინტერიერი და აგრესიული ჰეჩბექის დიზაინი ჰქონდა.

2. Hyundai N2025 Vision Gran Turismo (2015)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
Hyundai N 2025 Vision Gran Turismo 2015 წლის კონცეფცია ჰიპერმანქანებთან ყველაზე ახლოს იყო.

ჰიუნდაის საწარმოო სუპერმანქანა არასოდეს შეუქმნია. Hyundai N 2025 Vision Gran Turismo 2015 წლის კონცეფცია ჰიპერმანქანებთან ყველაზე ახლოს იყო.

Gran Turismo ვიდეო თამაშისთვის აგებული მრავალი კონცეფციიდან ერთ-ერთი იყო. კონცეფციას თეორიულად 872 ცხენის ძალა ჰქონდა და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3 წამზე ნაკლებ დროში შეეძლო.

1. Hyundai N Vision 74 Concept (2022)

Hyundai-ის 10 კონცეპტუალური მანქანა გასული დეკადიდან
კონცეფცია წყალბადის საწვავის უჯრედით და ორი ელექტროძრავით იკვებება.

დიზაინერებმა აიღეს Pony კუპეს მკვეთრი, კლასიკური ხაზები და ის 671 ცხენის ძალის მქონე რეტრო-ფუტურისტულ კონცეფციად გარდაქმნეს.

კონცეფცია წყალბადის საწვავის უჯრედით და ორი ელექტროძრავით იკვებება. ის ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე ახალი კონცეფციაა.

Hyundai

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2023 წლის Chevrolet Corvette Z06-ის ფასი 106,395 დოლარიდან იწყება
შემდეგი სტატიაFord F-150 Raptor R 700 ცხენის ძალის სუპერ-სატვირთო მანქანა