2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილად Hyundai Ioniq 5 დაასახელეს, ავტომობილმა კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

Hyundai Ioniq 5-მა წლევანდელ World Car Awards-ზე დიდი წარმატება მოიპოვა. ელექტრო ჰეჩბექმა სამ კატეგორიაში გაიმარჯვა.

წლის საუკეთესო ავტომობილი

მათ შორის 2022 წლის მსოფლიო მანქანის პრესტიჟული ტიტულიც მიიღო. Ioniq 5 სამ ფინალისტს შორის იყო, მან Ford Mustang Mach-E-ს და Kia EV6-ს აჯობა.

„ჰიუნდაიში ცვლილებების ტემპი 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. IONIQ დიაპაზონს ჩვენს ახალ ჯილდოს მალე დავუმატებთ“.- ჯეჰუნ ჩანგი Hyundai Motor Company-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

წლის საუკეთესო ელექტრომობილი

Ioniq 5-მა ამ პრესტიჟულ ტიტულთან ერთად წლის საუკეთესო ელექტრომობილის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

ამ ნომინაციაში მისი მეტოქეები Audi E-Tron GT და Mercedes-Benz EQS იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მოდელი Ioniq 5-ზე ძვირადღირებულია.

წლის საუკეთესო დიზაინი

რაც შეეხება მესამე ჯილდოს- Ioniq 5-მა World Car Design კატეგორიაშიც გაიმარჯვა, მისი კონკურენტები Audi E-Tron GT და Kia EV6 იყვნენ.

„ამ პრესტიჟული ჯილდოების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია. ამით Hyundai Motor Company-ს თანამშრომლებისა და ბიზნესპარტნიორების ნიჭი და შრომისმოყვარება ფასდება“- თქვა ჩანგმა.

Hyundai Ioniq 5-ის დიაპაზონის გაფართოებისთვის ემზადება. შედეგის მიღწევას შესრულებაზე ორიენტირებული N ვარიანტის დანერგვით ცდილობენ.

თუ გავრცელებული ჯაშუშური კადრებით ვიმსჯელებთ სპორტულ მოდელს უფრო აგრესიული საბურავები და უფრო დიდი მუხრუჭები აქვს.

სიმძლავრე ჯერ კიდევ საიდუმლოა, მაგრამ Kia EV6, იმავე პლატფორმაზე, 576 ცხენის ძალითაა ხელმისაწვდომი.

წლის საუკეთესო შესრულება

აქვე: Audi E-Tron GT EV-მა გამარჯვება World Performance Car დივიზიონში მოიპოვა. მან BMW M3 და M4, ასევე Toyota GR86 და Subaru BRZ დაამარცხა.

წლის ძვირადღირებული მანქანა

მსოფლიოს ძვირადღირებული მანქანების კატეგორიაში გამარჯვება Mercedes-Benz EQS-მა მოიპოვა. ის BMW iX-ს და Genesis GV70-ს დაუპირისპირდა.

Toyota Yaris Cross-მა მსოფლიო ურბანული მანქანების კლასში გაიმარჯვა. ფინალში ის Opel Mokka-სა და Volkswagen Taigun-ს დაპირისპირდა.

Gallery: 2022 Hyundai Ioniq 5

Hyundai Ioniq 5

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაHonda-მ ორი ახალი ელექტრომობილის თიზერი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაDeus Vayanne- ელექტრო ჰიპერქარის დებიუტი ნიუ-იორკში შედგა