Bugatti Bolide – ავტომობილი 1824 ცხენის ძალით
ეს არის 1824 ცხენის ძალიანი ჰიპერქარი Bugatti-სგან. ავტომობილი მწარმოებელმა პირველად გასულ წელს წარადგინა. თავდაპირველად Bolide უფრო ერთჯერად ექსპერიმენტს ჰგავდა, მაგრამ იმ მასშტაბის აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ბუგატიმ კიდევ რამდენიმეს გამოშვება გადაწყვიტა. დიახ – Bolide სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.
“მისი პრეზენტაციის შემდეგ ბევრმა ავტომოყვარულმა და კოლექციონერმა გვთხოვა რომ ბოლიდი სერიულ წარმოებაში ჩაგვეშვა”, – განაცხადა Bugatti -ის პრეზიდენტმა შტეფან ვინკელმანმა. “ჩვენი გუნდი ახლა სერიული მოდელის შექმნაზე მუშაობს – ის იქნება იდეალური ავტომობილი რბოლებისთვის”.
Bolide – ეს არის იდეალური დიზაინის და მსუბუქი კორპუსის შერწყმა. ავტომობილში 8,0, 1824 ცხენის ძალის სიმძლავრის W16 ძრავი დგას. ბრუნი 1180 ნიუტონ მეტრია. სერიული ავტომობილისთვის ბუგატიმ 98 ბენზინი შეარჩია, რომელიც მთელ მსოფლიოში მარტივად ხელმისაწვდომია.





იმის გათვალისწინებით, თუ რა ძრავი დგას ავტომობილში, რომელიც 1300 კგ-ს იწონის, უნდა ვივარაუდოთ რომ ის ნამდვილი “სისწრაფის მონსტრი” იქნება. ბუგატიში ამბობენ, რომ Bolide შექმნილია FIA-ს საერთაშორისო უსაფრთხოების გათვალისწინებით. “უსაფრთხოების ფუნქციონალი თანხვედრაშია HANS-ის სისტემასთან, რომელიც ხანძრის ავტომატურად ჩაქრობაზეა პასუხისმგებელი”, – განაცხადეს კომპანიაში.
მთლიანად Bugatti 40 ბოლიდს გამოუშვებს, თითოეულის ფასი 5 მილიონ დოლარამდე იქნება.