ერთადერთ ეგზემპლარად წარმოებულ ავტომობილს Aston Martin Victor-ს One-77-ის აგრეგატი უდევს საფუძვლად.

გსმენიათ ვიქტორ გაუნტლეტის შესახებ? ბრიტანელი ბიზნესმენი რომელმაც 70-80 წლებში Aston Martin გაქრობისგან იხსნა.

იმ პერიოდში ბრენდის წლიური გაყიდვები 150 მანქანამდე დაეცა, დირექტორთა საბჭოს თითქმის უკვე მიღებული ჰქონდა საწარმოს დახურვის გადაწყვეტილება და მხოლოდ გამოშვებული ასტონების სერვისზე უნდოდათ მუშაობა. მაგრამ გაუნტლეტმა კომპანია პლიუსში გაიყვანა, რამაც ვიქტორი ბრენდის ისტორიაში საკვანძო ფიგურად აქცია. სწორად ამ ადამიანის საპატივცემულოდ შექმნეს ჰიპერქარი Aston Martin Victor, რომლის დიზაინიც 1977 წლის Aston Martin V8 Vantage – ის ფუძეზეა შემუშავებული.

ერთადერთ ეგზემპლარად წარმოებულ ავტომობილს One-77-ის აგრეგატი უდევს საფუძვლად. სხვა კომპონენტები კი  უფრო თანამედროვე კუპეების Valkyrie და Vulcan – ისგან აქვს დამატებული.

ჰიპერქარი Aston Martin Victor – განსაკუთრებული კვების ბლოკით
გარე პანელები დამზადებულია ნახშირბოჭკოვანი მასალისგან.
ჰიპერქარი Aston Martin Victor – განსაკუთრებული კვების ბლოკით

ყველაზე უჩვეულო ამ სიახლეში კვების ბლოკია. Cosworth– ის  ექვსსიჩქარიანი “მექანიკა” ბუნებრივად ასპირაციული V12 7.3, რომელიც 848 ცხენის ძალას და 821 ნიუტონ მეტრს ანვითარებს.

ძრავას აქვს ორმაგი გაგრილების სისტემა და სარბოლო მანქანის მსგავსი მოჭიდება (სცეპლენია). აღსანიშნავია, რომ უნიკალური ჰიპერქარით გადაადგილება საზოგადოებრივ გზებზე დაშვებულია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Aston Martin

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]