უმსხვილესმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა DongFeng-მა, ახალი, 1000 ცხენის ძალის მქონე ყველგანმავალი, Mengshi M-Terrain წარადგინა.

ჩინური წარმოების ბრუტალურ Off-Road მანქანებს, კიდევ ერთი წარმომადგენელი Mengshi M-Terrain შეუერთდა.

ტექნიკურად “ახალი ჩინელი” GMC Hummer EV-ის მსგავსია. ისევე როგორც ჰამერს მასაც აქვს ჰაერსაკიდი რეგულირებადი კლირენსით (105 მმ-მდე) და სრულად კონტროლირებადი შასი, რომელიც შემობრუნების მინიმალურ რადიუსს უზრუნველყოფს, ეს კი საშუალებას აძლევს ეგრეთწოდებულ “კიბორჩხალას რეჟიმით” იმოძრავოს – როდესაც ოთხივე ბორბალი ერთი მიმართულებით ბრუნავს.

უგზოობაში სამოძრაოდ გათვალისწინებულია MATS Mengshi-ის ჭკვიანი სისტემა, რომელიც ცხრა წინასწარ დაყენებულ მართვის რეჟიმს მოიცავს, მათ შორის თოვლზე, ქვიშაზე, კლდეებსა და ჭაობებში სამოძრაოდ. თითოეული მათგანი საჭის, მუხრუჭების და დაკიდების ინდივიდუალურ პარამეტრებს იყენებს.

Mengshi M-Terrain-ს ოთხი ელექტროძრავა აქვს (ყველა ბორბალზე თითო ძრავი), ჯამურად კი 1070 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ყველგანმავალს 100 კმ/სთ აჩქარებისთვის მხოლოდ 4.2 წამი სჭირდება.

გარდა ამისა, ახალი ჩინური ქროსოვერი მესამე დონის შესაბამისი (SAE კლასიფიკაციის მიხედვით) ავტონომური მართვის სისტემით არის აღჭურვილი, ის მძღოლს საშუალებას აძლევს საჭეს ხელები გაუშვას და მანქანის მართვა კომპიუტერს ანდოს. ავტოპილოტი მუშაობს როგორც ქალაქგარეთ, ისე ქალაქის გზებზე. თუმცა მძღოლი ყოველთვის მზად უნდა იყოს პროცესში ჩასართავად, საგანგებო სიტუაციებში რა თქმა უნდა.

ჩინური ელექტრო ყველგანმავალი – Mengshi M-Terrain

როგორც DongFeng-ში აცხადებენ, ახალი ჩინური ქროსოვერის სერიული წარმოება 2023 წლიდან იგეგმება.

ჩინელებმა ელექტრო Hummer

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაკანადური ელექტრო-მატარებელი თვითმფრინავზე სწრაფი იქნება
შემდეგი სტატიარა ღირს Rivian-ი?
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში