ღონისძიება London Concours ლონდონში ყოველწლიურად ტარდება და ის ერთერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენაა ავტოსამყაროს კალენდარში.

ის ღია ცის ქვეშ იმართება და ერთერთი პირველი საავტომობილო შოუა, რომელიც პოსტ პანდემიურ პერიოდში გაიმართა, რათქმაუნდა რეკომენდირებული დისტანციის დაცვით. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტასტიურად ფასეული ავტომობილები.

1927 წლის Ford Model T Roadster

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

მოდელი T ინგლისში 2014 წელს ამერიკიდან ჩამოიყვანეს როგორ სტანდარტული ავტომობილი, ხოლო მოგვიანებით Stromberg Racing – ის დახმარებით გარდაქმნეს. ვინტაჟური ძრავით და სხვა დეტალებით Hot Rod – ის რბოლაში Ford Flathead V8 – მ, საათში 101,24 მილი დაფარა.

1929 წლის Ford Model A Roadster

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

Lil ‘MissFire – ის ძარა და გარეგნობა ნათლად ასახავს, რომ ის დიდი ხნის წინ (დაახლოებით 1950-იან წლებში) არის გადაკეთებული კლასიკურ სტილში. ავტომობილს არ აქვს გვერდითა ფრთები, რათა მაქსიმალური სიჩქარე განავითაროს. დახვეწილი კლასიკური ფორდის ბორბლებით და 1940-იანი წლების ლინკოლნის მუხრუჭებით.

ის „100 კმ/სთ კლუბში“ 106,46 მილი საათი სიჩქარით და ¼ მილი 14 წამში, ამ პარამეტრებით შევიდა.

1930 წლის სედანი – Ford Model A Tudor

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

თავდაპირველად ის Blackout Signs – იდან ჯეი გორდონმა შექმნა. ახლანდელმა მფლობელმა კი 2017 წელს შეიძინა და მცირე ცვლილებებიც შეიტანა.  

მათ შორის სახურავიდან ოთხი ინჩის მოჭრა და 1932 კუპეს ეკრანის ბზელის დამატება. მისი ძარა დამონტაჟებულია 1932 წლის ჩონჩხზე, ხოლო შიგნით განახლებული 1960 წლის Buick 6.6 – ლიტრიანი V8 ძრავი დგას.

ის „100 კმ/სთ კლუბში“ პირველივე ცდაზე 2018 წელს შევიდა. ¼ მილს ის 13,3 წამში, ფარავს.

1932 Ford V8 ხუთფანჯრიანი კუპე

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

1932 წლის ეს მანქანა დღეს დიდი ბლოკის V8 – ით გამოირჩევა და აღჭურვილია Z11 Super Stock კამერით, რომელიც 460 ცხენის ძალას ანვითარებს.

როგორც ამ კლუბის სხვა წევრები Ford V8 -ც სანატრელი „100 მლ/სთ კლუბის“ წევრია, 107 მლ/სთ აჩქარებით.

1932 Ford Model B Roadster

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

ამ ავტომობილში Flathead V8  324 კუბური სმ. ძრავი ფუნქციონირებს. 2006 წელს მან ¼ მილი 12.7 წამიან მონაკვეთში გაიარა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 109.8 მლ/სთ განავითარა რომელიც Street car Flathead  – ების მსოფლიო რეკორდია.

1932 Ford Lakes მოდიფიცირებული / Streamliner

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

ამჟამინდელმა მეპატრონემ ეს მანქანა 1940-იან წლებში ააწყო, მას 1932 წლის Ford V8 ვიწრო  ძარა ადგას.

მის V8 ძრავს შეუძლია მხოლოდ მისი ცილინდრების ნახევრით შეუძლია მუშაობა, ხოლო სრულად რვავე ცილინდრის გამოყენებისას „100 მლ/სთ კლუბში“ მან საათში 105.82 მილი დაფარა.

1932 Ford – სამფანჯრიანი კუპე

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

ეს ჰოთროდი 1950-იანი წლებით თარიღდება. ამჟამინდელმა მეპატრონემ იგი ბრიტანეთში კალიფორნიიდან 2008 წელს ძრავის და გადაცემათა კოლოფის გარეშე ჩამოიყვანა. მან შეიძინა მთლიანად ორიგინალი ძარის ნაწილები,  მაგალითად ედმუნდსის და ჯონსის “ტორპედოს” ფარები. კუპემ საათში 109,6 მილი სიჩქარე განავითარა და 2019 წელს თავაწეული შევიდა „100 მლ/სთ კლუბში“ .

1934 Ford სამფანჯრიანი კუპე

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

ეს ავტომობილი სარბოლო მანქანად 2008 წელს Bonneville – ის სტილში გადაკეთდა. ფორდს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვეულებრივად იყენებდნენ, სანამ 2013 წელს პირველად არ მიიღო მონაწილეობა Vintage Hot Rod – ის კონკურსში სადაც თავის კლასში პირველი ადგილი დაიკავა. 111.86 მლ/სთ ის დღემდე ფლობს თავისი კლასის რეკორდს.

1947 წლის – Ford Deluxe Coupe

Hotrod – ის 9 შთამბეჭდავი ამერიკელი ვარსკვლავი ლონდონის აუტოშოუზე

ეს კუპე 2002 წელს დაუბრუნდა ქარხნულ სპეციფიკაციებს, რომელშიც შედიოდა 2.6 ლიტრიანი Flathead V8 ძრავა, რომელიც 78 ცხენის ძალას ანვითარებს, სამ სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.  მოგვაინებით გადაკეთდა და ცხენის ძალამ 320 – მდე მოიმატა, რამაც საათში 102.57 მილის დაფარვის საშუალება მისცა. აღსანიშნავია რომ ის თავისი კლასის რეკორდსმენია.

ძველი ავტომობილები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია„ლოტუს ევია“ კიდევ ხუთი თვე დაიგვიანებს
შემდეგი სტატიაფრანგული საავტომობილო ბრენდი 70 წლის შემდეგ ახალი “ჰიპერქარით” დაბრუნდა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში