ჩინურმა ავტომწარმოებელმა Hongqi-მ, სამი დამაინტრიგებელი, ელექტრო კონცეპტი გამოაჩინა.

კომპანია მოდელებს Hongqi Yuan Universe-თან თანამშრომლობის ფარგლებში, მეტა სამყაროსთვის ქმნის. ინფორმაციას Carscoops ავრცელებს.

სამივე მათგანი ავტომწარმოებლის მიერ შემუშავებულ Super Electric Intelligent Vehicle Platform-ის არქიტექტურას ეფუძნება.

წარმოდგენილია შემდეგი კონცეპტები: Hongqi Sedan EV, Hongqi SUV EV და Hongqi E-LS.

დავიწყოთ Hongqi EV სედანით

ჩინური კომპანია Hongqi მეტავერსში სამ ელექტრო კონცეპტს გაუშვებს
Hongqi-ს სედანს 100 კმ/სთ აჩქარებისთვის მხოლოდ 3 წამი ჰყოფნის

ეს არის B კლასის ელექტრომანქანა, რომელსაც ერთი დამუხტვით 1000 კმ. გავლა შეუძლია. Hongqi აცხადებს, რომ მას 100 კმ/სთ აჩქარება სულ რაღაც 3 წამში შეეძლება.

სედანის გარეგნობა საკმაოდ ფუტურისტულია. თვალშისაცემია ლამაზად მოხრილი საქარე მინა, რომელიც სახურავის პანელს და გვერდითა ფანჯრებს იდეალურად ერწყმის.

მანქანას კაპოტზე Hongqi-ის ტრადიციული, წითელი დროშის მოტივი გასდევს.

მეორე მანქანა Hongqi EV SUV-ია

ჩინური კომპანია Hongqi მეტავერსში სამ ელექტრო კონცეპტს გაუშვებს
Hongqi SUV ოთხივე წამყვანი, უკანა ბორბლებით უხვევს

მისი დიზაინი ერთი შეხედვით Kia Telluride-ის კონცეპტს და ათი წლის წინანდელ Bentley EXP 9F SUV-ს გვაგონებს.

ამბობენ, რომ ქროსოვერი ინტელექტუალურად აქტიური ჰაერსაკიდებით არის აღჭურვილი. ასევე არის სრულამძრავი და უკანა ბორბლებით უხვევს, რაც მას მოძრაობას უადვილებს, როგორც გზაზე, ისე მის გარეთ.

და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი Hongqi E-LS

ჩინური კომპანია Hongqi მეტავერსში სამ ელექტრო კონცეპტს გაუშვებს
Hongqi Cabrio

ეს არის ღია მწვანე კაბრიოლეტი, მაღალი დაკიდების სისტემით და შიგადაშიგ შავი, წითელი და ნარინჯისფერი აქცენტებით.

ვინაიდან სამივე კონცეფცია ჩაფიქრებულია, როგორც Hongqi Yuan-ის მეტა სამყაროს ნაწილი, ჯერჯერობით უცნობია, იხილავენ თუ არა ისინი, რეალურ მზის სინათლეს.

[yop_poll id=”2″]

ჩინური კომპანია Hongqi

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFerrari Purosangue-ს თიზერი 13 სექტემბერს აანონსებს
შემდეგი სტატიაჩინურმა ელექტრომობილებმა უსაფრთხოების უმაღლესი შეფასება მიიღეს, მაგრამ Tesla Model Y საუკეთესოა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში