Honda-მ თავისი ელექტრული გეგმების ფარგლებში ორი ახალი ავტომობილის თიზერი გაავრცელა, ავტოსამყაროში ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი ელექტრო NSX-ია.

Honda-მ თავისი საავტომობილო ელექტრიფიკაციის ბიზნესის ბრიფინგის შეჯამება გაგვაცნო. ცნობას ორი ახალი სპორტული ელექტრომობილის თიზერული ფოტო მოჰყვა, ორივე მანქანა ავტომწარმოებლის ელექტრულ ხაზს შეუერთდება.

ელექტრული ხაზის ახალი ფლაგმანები

Honda-მ ორი ახალი ელექტრომობილის თიზერი გამოაქვეყნა
მარჯვენა მოდელს ჰონდა NSX-სს (ან Acura NSX) ამსგავსებენ.

გამოქვეყნებულ თიზერულ ფოტოზე არსებული ავტომობილები დაფარულია, თუმცა, მარჯვენა მოდელს Honda NSX-სს (ან Acura NSX) ამსგავსებენ.

როგორც ცნობილია, ჰიბრიდული სპორტული კუპე პენსიაზე გასვლის გზაზეა, თუმცა, გასული წლიდან აანონსებენ, რომ ის სრულად ელექტრო მოდელის სახით დაბრუნდება. ამ ფაქტს თავად Acura-ს ვიცე პრეზიდენტი ჯონ იკედა აღნიშნავდა.

“?” დიდი კითხვის ნიშანი

როგორც უკვე აღვნიშნე საავტომობილო ინდუსტრიის კულუარებში ამ ფოტოს ელექტრო NSX-ს პირველ თიზერად მიიჩნევენ.

მთავარი კითხვის ნიშანი ახლა მარცხნივ მდგომი მანქანის თავზეა მოთავსებული. ერთი შეხედვით ის grand tourer-ია.

ჰონდამ დააანონსა, რომ ეს ორი მანქანა ფლაგმანურ ვერსიებად განიხილება და ასევე აღნიშნა, რომ მათ გლობალურ დანერგვასაც გეგმავს.

ბრენდის ელექტრული გეგმები

ავტომწარმოებელმა თავის EV გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიახლეები ძირითადად, სამ ბაზარს- ჩრდილოეთ ამერიკას, ჩინეთს და იაპონიას მოიცავს.

ჩრდილოეთ ამერიკაში, Honda ორ საშუალო და დიდი ზომის ელექტრომობილს 2024 წელს წარადგენს. (ჰონდა GM-თან თანამშრომლობს).

რაც შეეხება ჩინეთს, რესპუბლიკაში ჰონდა 2027 წლისთვის სულ 10 ახალ EV მოდელს წარადგენს.

იაპონიაში 2024 წლის დასაწყისში კომერციული გამოყენების მინი-EV მოდელს გამოუშვებს. მას პირადი მოხმარების მინი-EV-ები და EV ჯიპები მოჰყვებიან.

რაც შეეხება GM-თან თანამშრომლობას. ჰონდა 2027 წლისთვის ხელმისაწვდომი ელექტრომობილების დანერგვას (ჩრდილოეთ ამერიკაში) GM-თან ალიანსით ცდილობს, მათი უერთიერთობა 2020 წლის მეორე ნახევრიდან იწყება.

Honda-ს გეგმები “2030”…

Honda-მ ორი ახალი ელექტრომობილის თიზერი გამოაქვეყნა
ჰონდა 2030 წლისთვის 30 EV მოდელის წარდგენას გეგმავს

საერთო ჯამში, Honda 2030 წლისთვის, გლობალური მასშტაბით, 30 EV მოდელის წარდგენას გეგმავს. წარმოების მოცულობა ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ ერთეულზეა გათვლილი.

Honda

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიამანქანები, რომლებმაც თავიანთი ბრენდი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაHyundai Ioniq 5 2022 წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა